სამართალი

სახალხო დამცველმა თეა წულუკიანის განცხადებას ცილისწამება უწოდა

საქართველოს სახალხო დამცველმა იუსტიიცის მინისტრის განცხადებას, რომელმაც ომბუდსმენი ევროსასამართლოში ქართველ მოსამართლეთა კანდიდატურების სიის საწინააღმდეგოდ მუშაობაში დაადანაშაულა, ცილისწამება უწოდა.

ხულოს სკოლის საქმის მწარმოებელმა პედაგოგები სცემა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტუბაძეების საჯარო სკოლაში საქმის მწარმოებელმა პედაგოგებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. "პირველს" ინფორმაცია ამის შესახებ შს სამინისტრომ დაუდასტურა.

სოსო რობაქიძის დაკავების ფაქტს შსს არ ადასტურებს
სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი ბუტა რობაქიძის მამის, სოსო რობაქიძის დაკავების ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს. ამის შესახებ "პირველს" უწყებიდან აცნობეს.
უკრაინაში დაკავებული ქართველი სამხედროს საქმეზე შს მინისტრს კითხვებზე პასუხი აქვს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილს, უკრაინაში დაკავებული ქართველი სამხედროს გია ცერცვაძის საქმეზე ყველა კითხვაზე პასუხი აქვს, თუმცა საჯაროდ საუბრისგან თავს იკავებს.

აფთიაქის დაყაჩაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს აჭარაში

აფთიაქის დაყაჩაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს სამართალდამცველებმა აჭარაში. აღნიშნულის შესახებ "პირველს" შსს-დან აცნობეს.

სასამართლო კანაფის მოყვანაზე სასჯელის განსაზღვრის შესახებ სარჩელს განიხილავს

საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დაიწყო სარჩელის განხილვა, რომელიც კანაფის დათესვა კულტივირებისთვის სასჯელს განსაზღვრავს.

ლაგოდეხში 80 წლის ქალმა დანით ყელი გამოიჭრა

80 წლის ქალმა დანით ყელი გამოიჭრა. ის ლაგოდეხის რაიონის სოფელ თამარიანში ცხოვრობდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მარტოხელა მოხუცი ავადმყოფობდა, რაც, მათი ვარაუდით, თვითმკვლელობის მიზეზი გახდა.

იმერეთის რეგიონში პრობაციონერები დასაქმდნენ
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, იმერეთის რეგიონში ორი პირობით მსჯავრდებული დასაქმდა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტი ამოიღო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული პროდუქციის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა.

რუსთაველის გამზირზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
რუსთაველის გამზირზე წუხელ მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა.
სტრასბურგში მოსამართლეთა კანდიდატურების ახალ სიას საქართველოს მთავრობა აპრილამდე წარადგენს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოში მოსამართლეთა კანდიდატურების ახალ სიას საქარეთველოს მთავრობა აპრილამდე წარადგენს.

ორმაგ მოქალაქეობაზე შეზღუდვების მოხსნაში კონსტიტუციონალისტი საფრთხეს ხედავს

ორმაგი მოქალაქეობის დაშვებაში თანმდევ საფრთხეებს ხედავს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე, რომელიც კონსტიტუციაში ამ საკითხთან დაკავშირებით ცვლილებების აუცილებლობას ვერ ხედავს.

გამართლებული ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი სასამართლოს დამოუკიდებლობას მთავრობას უკავშირებს

ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი მამუკა ნიკოლაიშვილი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის გაფლანგვის საქმეზე გამართლდა, სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილია.

საქართველოსა და უკრაინის პროკურატორებს შორის უკრაინაში დაკავებულ ქართველზე საუბარი გაიმართა

საქართველოს პროკურატურის ინიციატივით, საქართველოს მოქალაქის გიორგი ცერცვაძის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის მიზნით დაკავებასთან დაკავშირებით განხორციელდა კომუნიკაცია უკრაინის პროკურატურასთან.

ე.წ. ქალთა წინადაცვეთა სისახლის სამართლის წესით დასჯადი ხდება
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ინფორმაციით, ე.წ. ქალთა წინადაცვეთა სისახლის სამართლის წესით დასჯადი ხდება.
მთავრობამ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მომზადებული ცვლილებები დაამტკიცა
საქართველოს მთავრობამ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი დაამტკიცა. პროექტი მთავრობის სხდომას იუსტიციის მინისტრმა წარუდგინა.
სადახლოზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს
შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, 14 იანვარს, 1,760 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი იქნა აღმოჩენილი საბაჟო გამშვებ პუნქტზე "სადახლო-საავტომობილო".
თბილისში შუახნის კაცს მანქანა დაეჯახა
თბილისში, კოსტავას ქუჩაზე შუახნის კაცს ავტომობილი დაეჯახა. კაცი ადგილზე დაიღუპა.
დიდუბეში მატარებელმა კაცი გაიტანა

თბილისში, დიდუბის რაიონის ტერიტორიაზე ორსართულიანი სამგზავრო მატარებელი დღეს დილით კაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

პოლიციამ "საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალის დაყაჩაღების ფაქტი გახსნა

"საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალის დაყაჩაღების საქმეზე შსს-ს თანამშრომლებმა თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე,1979 წელს დაბადებული ი.ბ. დააკავეს. ამის შესახებ "პირველს" შსს-დან აცნობეს.