სამართალი

ყოფილი დეპუტატის მანქანის აფეთქების საქმეზე ბრალდებულს ინტერპოლი მოძებნის

ინტერპოლით გამოცხადდება ძებნა ყოფილი დეპუტატის გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქებაში ბრალდებულზე, რომელიც მიმავალვაში იმყოფება, განაცხადა შს მინისტრობის კანდიდატმა გიორგი მღებრიშვილმა პარლამენტში.


ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულზე წითელი ცირკულარით ძებნა გამოცხადდება

ხურჩაში 19 მაისს გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულს ინტერპოლი წითელი ცირკულარით მოძებნის. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა გაერთიანებულ საკომიტეტო სხდომაზე განაცხადა.

ვანო მერაბიშვილის საქმის განხილვა სტრასბურგში მარტში დაიწყება

ყოფილი პრემიერ–მინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმეზე საქართველოს მთავრობის სარჩივარი სტრასბურგის სასამართლომ დააკმაყოფილა და საქმის განხილვა მარტში დაიწყება. 

პროკურატურა ექსპრეზიდენტის შვილის ცოტნე გამსახურდიას გამამტყუნებელ განაჩენს გადასინჯავს

პროკურატურის დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა ორი მსჯავრდებულის: ცოტნე გამსახურდიას და გიორგი ბებუას მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო. 

ქრთამის აღების ფაქტზე სუს-მა საჯარო მოხელე დააკავა

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი 2000 ლარის ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დააკავა. ამის შესახებ "პირველს" უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს.

ავტომობილი დაიწვა თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე

მსუბუქი ავტომობილი დაიწვა თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე ხუთშაბათს. აღნიშნული ინფორმაცია "პირველს" შსს-ში დაუდასტურეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ავტომობილის დაწვის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

შს მინისტრმა თანამშრომლები დააჯილდოვა სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის

შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა, სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის, საკუთარი უწყების თანამშრომლები ოთხშაბათს დააჯილდოვა. 


ცეცხლსასროლი იარაღით მამაკაცის დაჭრის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

ცეცხლსასროლი იარაღით მამაკაცის დაჭრის ფაქტზე ,რომელიც სენაკი-ქუთაისის გზაზე, ოთშაბათს მოხდა, შსს-მ გამოძიება დაიწყო. დაჭრილი ქუთაისის საავადმყოფოშია გადაყვანილი.  

მამაკაცის მკვლელობისა და სხეულის დანაწევრების ბრალდებით, შსს-მ ორი პირი დააკავა

თბილისში, ბოლქვაძის ქუჩაზე სამშაბათს გვიან ღამით მომხდარი მკვლელობის ფაქტი შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოთხშაბათს ცხელ კვალზე გახსნა. 

გერმანიის მიერ ინტერპოლით ძებნილი პირის თბილისში დაკავების შესახებ გერმანული პრესა წერს

გერმანული პრესა წერს ქართველი სამართალდამცველების მიერ, 19 ნოემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ, რომლის დროსაც გერმანიის მიერ ინტეროპლით ძებნილი ქართველი თბილისში დააკავეს. 

ტრანსგენდერი ქალი, რომელიც ერთი თვის წინ სასტიკად სცემეს, გარდაიცვალა

ტრანსგენდერი ქალი, ზიზი შეყელაძე, რომელიც 14 ოქტომბერს სასტიკად სცემეს და მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს, სამშაბათს, ინგოროყვას სახელობის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ბელარუს ჟურნალისტთა დელეგაცია ეწვია

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა, ბელარუს ჟურნალისტთა დელეგაციას უმასპინძლა სამინისტროში, სამშაბათს, უწყების მიერ გამართული პრესტურის ფარგლებში. 

თბილისში ადამიანის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს
ადამიანის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს თბილისში, დოლიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე. ცხედარი ჩანთაში იყო ჩადებული. ფაქტის სხვა დეტალები უცნობია. 
GWP „გოგირდის აბანოებთან“ წაგებული საქმის გაასაჩივრებას აპირებს

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ “გოგირდის აბანოების“ წარმომადგენლების სასარგებლოდ გამოტანილ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

ადვოკატთა უფლებებს საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშრი დაიცავს

საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის პრეზენტაცია გაიმართა სამშაბათს სასტუმრო „ვერე პალასში“. პროფკავშირის ძირითადი მიზანი ადვოკატთა უფლებების დაცვაა. 

პოლიციამ 224 აბი "სუბუტექსი“ ამოიღო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1970 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.ნ. ბათუმში დააკავეს.

ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს თბილისში, ქუთაისის ქუჩაზე
ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს თბილისში, ქუთაისის ქუჩაზე, სამშაბათს. ამის შესახებ ინფორმაცია "პირველს" შსს-ში დაუდასტურეს.
გარდაცვლილი 16 წლის გოგო იპოვეს საბურთალოზე
გარდაცვლილი იპოვეს, თბილისში, შარტავას ქუჩაზე 16 წლის გოგო. "პირველს" მომხდარი ფაქტი შსს-ში დაუდასტურეს. 
სამცხე-ჯავახეთში მოქალაქეებმა დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი ჩააბარეს
სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში რეგიონის შვიდმა მაცხოვრებელმა დიდი ოდენობით სხვადასხვა ტიპის, სროლისთვის ვარგისი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარა.
გერმანიაში ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებულს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

გერმანიის მიერ ცითელი ცირკულარით განზრახ მკველობისა და ყაჩაღობისთვის ძებნილ საქართველოს მოქალაქეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა თბილისის საქალაქო სასამართლომ. ის პოლიციამ თბილისში დააკავა.