ეროვნული ბიბლიოთეკასთან გამრთული აქციის დროს დაკავებულ "ლეიბორისტული პარტიის" წევრს ლაშა ჩხარტიშვილს სასამართლომ 8-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ ნიკოლოზ მარსაგიშვილი აირჩიეს.
„საქართველოს გენერალური პროკურატურა არ იზიარებს სახალხო დამცველის განცხადებას ია კერზაიას საქმის გამოძიების შეფასებასთან დაკავშირებით", - ამის შესახებ გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ნოემბრის თვეში მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა - გადაზიდვის 11 ფაქტი გამოავლინა, რაზეც 4 პირი დააკავა.
20-21 ივნისის ღამით ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულთა საქმის პროკურორი ვაჟა თოდუა განმარტავს, რომ ზურაბ ბუდაღაშვილს, პენიტენციურ დაწესებულებაში მის მიმართ განხორციელებულ გარკვეული სახის ზეწოლასთან დაკავშირებით სასამართრლოსთვის არაფერი განუცხადებია.
თბილისში, ორთაჭალის უბანში, ლიეტუვას საელჩოს შენობასთან შუახნის მამაკაცი, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეწყალების ახალ წესზე მუშაობა დაასრულა.
ბოდბისხევის ბაზარში მომხდარ ინციდენტზე პოლიციამ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით გადააკვალიფიცირა, რაც ძალადობას გულისხმობს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობისთვის ბრალდებული თ.გ. დამნაშავედ ცნო.
საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის ვაჟა სირაძის განცხადებით, რომელიც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება, საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატებს თავისუფლად შეუძლიათ შესვლა.
პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს 28 პირია დაკავებული. ინფომრაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
21 ნოემბერს, „ქართული ოცნების“ ოფისთან გამართული აქციისას დაკავებულ აქტივისტებს თბილისის საქალაქო სასამართლომ ორ დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული გ.შ. დამნაშავედ ცნო.
სოფელ ბოდბისხევის ბაზარში მომხდარი ინციდენტის თაობაზე, სამოქალაქო მოძრაობის აქტივისტი ნინო გოგოლაშვილი, სიღნაღის პოლიციაში ხვალ მივა და სამართალდამცავებს ყველა მტკიცებულებას წარუდგენს.
სოფელ ბოდბისხევის ბაზარში მომხდარი ინციდენტის მონაწილე ილია ბაიდოშვილის წინააღმდეგ, რომელიც სიღნაღში მერიის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეა, გამოძიება დაიწყო.
2019 წლის 20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიღების და შესაძლო დანაშაულებრივ ეპიზოდებთან დაკავშირებით დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ, დაზარალებულად ცნობილია გიორგი სულაშვილი.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ერთ-ერთი კანდიდატი ზაზა თავაძე პარლამენტისგან მისი კანდიდატურისთვის კენჭისყრის გადადებას ითხოვს.
საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ყაზბეგი“, შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის მოქალაქის დ.გ.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტობუსის დეტალური დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერებები: 149 გრამი კოკაინი და 64 გრამი ჰაშიში გამოავლინეს.
პარტია "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი ტიტე გედენიძე სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად არ სცნო და გაათავისუფლა, დანარჩენი პირების სასამართლო პროცესი კი 25 ნოემბრამდე გადაიდო.
"ქართული ოცნების" ოფისთან გუშინ მიმდინარე აქციაზე დაკავებული სამოქალაქო მოძრაობა "შეცვალეს" სამი წევრი ნიკა ფარულავა, ბექა პაპაშვილი და ოთარ შენგელია სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.