სამართალი

მთავარმა პროკურორმა თურქეთის ელჩთან თანამშრომლობის საკითხი განიხილა

საქართველოს მთავარ პროკურატურას თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუჩქუ ეწვია. მხარეებმა პროკურატურასა და თურქეთის კომპეტენტურ ორგანოებს შორის ორმხრივი თანამშრომლობა განიხილეს.

ზესტაფონში ქვეითი სამარშრუტო ტაქსის დაჯახების შედეგად დაიღუპა

ზესტაფონში საშუალო ასაკის ქალი სამარშრუტო ტაქსის დაჯახების შედეგად დაიღუპა. ამის შესახებ "პირველს" შს სამინისტროს წარმომადგენელმა უთხრა.

"საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარეობის კანდიდატი ინოვაციურ პროექტს წარადგენს

"საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარეობის კანდიდატის დავით ლანჩავას თქმით, ხვალინდელი პროექტის პრეზენტაცია მიზნად ისახავს - ტელეფონის აპლიკაციით საზოგადოების ინფორმირებას ადვოკატთა პროფილის შესახებ.

გასულ კვირას საგადასახადო სამართალდარღვევის 909 ფაქტი გამოვლინდა

30 ოქტომბრიდან 5 ნოემბრის ჩათვლით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 909 ფაქტი გამოვლინდა.

11,01 კუბური მეტრი ხე-ტყის მასალა მოქალაქეს ფარულად გადაჰქონდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 11,01 კუბ.მ ხე-ტყის მასალის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

გიგი უგულავა ნიკა მელიას "დაბოღმილ ბრიყვს" უწოდებს

თბილისის ყოფილი მერი და "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა გოგა ონიანის დაკავებასთან დაკავშირებით ნიკა მელიას გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში პასუხობს.

სამართალდამცველებმა ნარკორეალიზატორი დააკავეს

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს თანამშრომლებმა საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.ა. ნარკოდანაშაულისთვის ფონიჭალის დასახლებაში დააკავეს.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ყოფილმა მაღალჩინოსანმა დანაშაულზე პასუხი უნდა აგოს

პარლამენტის ადამიანის დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის თქმით, მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსის ყოფილმა მოადგილემ გოგა ონიანმა დანაშაულზე პასუხი უნდა აგოს.

პარლამენტი სექსუალური შევიწროების საკითხებს განიხილავს

პარლამენტი სექსუალური შევიწროების საკითხებზე მომზადებულ პეტიციას განიხილავს. სექსუალურ შევიწროებად ითვლება: უხამსი ხუმრობა, მიშტერება, სტვენა, ტელეფონის ნომრის, ან შეხვედრის დაჟინებული მოთხოვნა.

სამართალდამცველებმა გამოძალვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული ნ.ვ., გამოძალვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

მთავარი პროკურატურა მაღალჩინოსნის სასჯელთა შესახებ დამატებით ინფორმაციას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თბილისის შს მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე გ.ო. დამნაშავედ ცნო.

სასწავლებლის დირექტორი ყალბი დიპლომის დამზადების ფაქტზე დააკავეს

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

ნიკა მელიას თქმით, გოგა ონიანი "ევროპული საქართველოს" წევრი რომ ყოფილიყო, არ დააპატიმრებდნენ

დღეს საქალაქო სასამართლოს მიერ გოგა ონიანისთვის თავისუფლების აღკვეთას "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ეხმაურებიან.

გოგა ონიანს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ადვოკატ გოგა ონიანს საქალაქო სასამართლომ 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

გოგა ონიანის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება

თბილისის საქალაქო სასამართლო ადვოკატ გოგა ონიანის საქმეზე გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს. პროცესი 10:00 საათზე იყო ჩანიშნული.

სოფელ რუხში უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტები გამოვლინდა

ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში უაქციზო სიგარეტის შენახვის რამდენიმე ფაქტი გამოავლინეს.

თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

6 ნოემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში "თბილისის აეროპორტი", ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების ქვეყანაში კანონდარღვევით შემოტანის 4 ფაქტი აღიკვეთა.

ახალი დეტალები - რა გახდა სავალუტო ჯიხურში ქალის გარდაცვალების მიზეზი

კოსტავას ქუჩაზე, სავალუტო ჯიხურში ახალგაზრდა ქალი შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე გარდაიცვალა. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

სავალუტო ჯიხურში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს

თბილისში, კოსტავას ქუჩაზე, ერთ-ერთ სავალუტო ჯიხურში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ "პირველს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

შს სამინისტროსთან აქციაზე გიორგი გაბედავა დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ეროვნული ალიანსის" მიერ გამართულ აქციაზე, აქციის ერთ-ერთი მონაწილე გიორგი გაბედავა დააკავეს. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.