სამართალი

ველისციხის ინციდენტის მონაწილე ქეთევან მირიანაშვილს გირაოთი გაათავისუფლებენ

გადაწყვეტილება თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, მარინე ცერცვაძემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო და ბრალდებულს გირაოს სახით 3500 ლარის გადახდა დააკისრა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დეკემბერში საგარეჯოში 3 ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

შსს-მ 1985 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ. კ. 1997 წელს დაბადებული გ. ქ. და 1979 წელს დაბადებულ რ.ვ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით დააკავა

თამარ ხულორდავას სამსახურეობრივ ავტომობილზე თავდასხმისა და დაზიანების ფაქტზე ზაზა ბერიკაშვილი დააკავეს

16 დეკემბერს, თელავში დეპუტატ თამარ ხულორდავას სამსახურეობრივ ავტომობილზე თავდასხმისა და დაზიანების ფაქტზე ზაზა ბერიკაშვილი დააკავეს.

დავით კირკიტაძის პატიმრობაში დატოვებას მისი ინტერესის დამცველები ასაჩივრებენ

დღეს დილით ადვოკატმა ალეკო მგელაძემ გურჯაანის რაიონულ სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართა.

ავტომობილის ქურდობის მცდელობის ფაქტზე 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1976 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.ჭ., ქურდობის მცდელობის ბრალდებით, თბილისში დააკავა. 

შსს-მ ნივთმტკიცებად ამოღებული 1 ტონაზე მეტი ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტონაზე მეტი წონის სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გაანადგურა.

გახარია: რა დროც არ უნდა გავიდეს, გამოძიება უნდა დასრულდეს ისე, რომ გარდაცვლილი არასრულწლოვანების მშობლების ნდობა დაიმსახუროს

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღევანდელი საპარლამენტო მოსმენა შეაფასა.

სასამართლომ ენმ-ის წევრებს ყოფილი გუბერნატორის მიმართ გაკეთებული ბრალდებების უარყოფა დაავალა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორის ლევან შონიას სარჩელი.

 

სტრასბურგის სასამართლომ სახალხო დამცველს საქმეში „ფირცხალავა და ცააძე საქართველოს წინააღმდეგ“ ჩართვაზე უარი უთხრა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოს სახალხო დამცველის თხოვნა ე.წ. კორტების საქმეზე სასამართლო მეგობრის სტატუსით (მესამე მხარედ) ჩართვასთან დაკავშირებით.

დავით მაჭავარიანი: ბოლომდე გამამართლეს

დედაქალაქის საკრებულოს თანამშრომელი დავით მაჭავარიანი,  სასამართლომ გაამართლა.

შსს-მ დეპუტატის ავტომობილზე თავდასხმის ფაქტზე 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 16 დეკემბერს, თელავში დეპუტატის ავტომობილზე თავდასხმის და დაზიანების ფაქტზე 1 პირი დააკავა.

გიორგი გახარია: კრიმინალის მძიმე დანაშაულების ნაწილში კლება გვაქვს

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ დეპუტატის მიერ დასმულ, კრიმინალის ზრდასთან და სტატისტიკასთან დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა. 

ველისციხის მოვლენების მონაწილეს, ქეთევან მირიანაშვილს ბრალი წაუყენეს

მირიანაშვილს პოლიციის მანქანის დაზიანებას ედავებოდნენ, თუმცა ამ დროისთვის მუხლი გადაკვალიფიცირდა და მასაც, დავით კირკიტაძის მსგავსად, პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და მასზე ძალადობაში ადანაშაულებენ.

გახარია: დანაშაულები, რომლებიც იყო საარჩევნო პერიოდში, ყველა შემთხვევაზე იყო დაწყებული გამოძიება

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია საპარლამენტო ტრიბუნიდან დეპუტატების კითხვებს პასუხოbს, მათ შორის საარჩევნო პერიოდში ინციდენტების შესახებ.

გახარია: ხორავას ტრაგედიაზე, როდესაც ატრიალებთ ამ ფრაზებს, ამას ვეძახი მე თქვენს ფსევდო-ინტელექტუალურ ცეკვებს კამერების წინ

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ საპარლამენტო ტრიბუნიდან ხორავას საქმის ირგვლივ დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

გიორგი გახარია: არასრულწლოვანთა დანაშაული სერიოზული პრობლემაა

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ საპარლამენტო ტრიბუნიდან არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაზე ისაუბრა.

გიორგი გახარია: სიკვდილის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება, რასაც ბოლო პერიოდში ვხედავთ, ამორალურია

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი გახარიამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

გიორგი გახარია: პოლიციელზე თავდასხმა უმკაცრესად დასჯადი იქნება

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ საპარლამენტო ტრიბუნიდან პოლიციელებზე ძალადობის ფაქტებზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამართალდამცველებზე ფიზიკური ძალადობა უმკაცრესად იქნება დასჯილი.

პროკურატურა ია კერზაიას შვილს გამოკითხავს

საქართველოს მთავარ პროკურატურაში, ია კერზაიას შვილს, ბაჩანა შენგელიას, 25 დეკემბერს გამოკითხავენ.

გახარია დეპუტატებს: საგამოძიებო კომისიის სრული დისკრედიტირება მოახდინეთ და ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწიეთ

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით,  ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის საქმეზე საგამოძიებო კომისიამ ცალსახად  ვერ დაადასტურა სამოხელეო გადაცდომა.