კატეგორიები

სამართალი

დიდ დიღომში აფთიაქი დააყაჩაღეს

გვიან ღამით რამდენიმე პირი მესამე დიდი დიღმის მიკრორაიონში მდებარე GPC-ის ერთ-ერთი აფთიაქში შეიჭრა.

ბათუმის მოვლენებზე დაკავებულების მშობლები პრეზიდენტს მათი შეწყალების თხოვნით მიმართავენ

ბათუმის მოვლენებზე დაკავებულების მშობლები საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს მათი შეწყალების თხოვნით მიმართავენ. ისინი დაკავებულების გირაოთი გათავისუფლებას ითხოვენ.

ბათუმის მოვლენებზე დაკავებულების ახლობლები სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ

ბათუმის მოვლენებზე დაკავებულების ახლობლები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად 9 პირს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. სასამართლო შენობასთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 9 პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ბათუმის მოვლენებზე დაკავებულ 9 პირს ბათუმის საქალაქო სასამრთლოს მოსამართლე დათო მამისეიშვილმა წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულებს ბრალად ედებათ მასობრივი არეულობაში მონაწილეობა და პოლიციელებზე თავდასხმა.

ბათუმის მოვლენებზე დაკავებული 9 პირის სასამართლო პროცესი დაიწყო

ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებული 9 პირის სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში დაიწყო. მათ ბრალად ედებათ მასობრივი არეულობაში მონაწილეობა და პოლიციელებზე თავდასხმა.

ბათუმის მოვლენების გამო დაკავებულთა ახლობლები მათ გათავისუფლებას მოითხოვენ

ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან ბათუმის მოვლენების გამო დაკავებული პირების ახლობლები არიან შეკრებილები. მათი განცხადებით, თუ სასამართლო დაკავებულებს არ გაათავისუფლებს, აქციებს დაიწყებენ.

ბათუმის მოვლენებზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

ბათუმში, 11-12 მარტის ღამეს მასობრივი არეულობისა და პოლიციელებისათვის თავდასხმის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს. მისთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ. 

რუსთავში ე.წ. დრაბილკაში გაჩენილ ხანძარს ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

რუსთავში ქვის საჭრელ საამქროში, ე.წ. დრაბილკაში გამთენიისას გაჩენილ ხანძარს 23 წლამდე ასაკის კაცი ემსხვერპლა.

შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული გ.ფ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში დააკავეს.

პრეზიდენტის შვილი მისი მეგობრის დაპატიმრებას გიორგი მარგველაშვილის განცხადებას უკავშირებს

პრეზიდენტის შვილი ანა მარგველაშვილი, 2 დღის წინ, ნარკოდანაშაულის ბრალდებით მისი მეგობრის, მიხეილ თათარაშვილის დაპატიმრებას, გიორგი მარგველაშვილის განცხადებას უკავშირებს. 

ბათუმის მოვლენების გამო დაკავებულები ომბუდსმენის წარმომადგენელმა მოინახულა

ბათუმის მოვლენების გამო დაკავებული პირები სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ციალა ქათამიძემ მოინახულა. ქათამაძის თქმით, ისინი აცხადებენ, რომ დაკავებისას პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებას ადგილი არ ჰქონია. 

უკრაინიდან ქართველი ე.წ. კანონიერი ქუდის თურქეთში ექსტრადირება მოხდა

ქართველი ე.წ. კანონიერი ქუდის ჯონდო ესებუას, იგივე "ჯონი კუტაისკის" უკრაინიდან თურქეთში ექსტრადირება განხორციელდა. მას უკრაინაში ჩასვლა 3 წლის განმავლობაში ეკრძალება.

სამართალდამცველებმა 9 აპრილის მემორიალზე ასული კაცი ჩამოყვანეს

რუსთაველის პროსპექტზე, პარლამენტის წინ, სამართალდამცველებმა 9 აპრილის მემორიალზე ასული კაცი ჩამოყვანეს. ის პოლიციელებმა ძველი თვილისის სამმართველოში გადაიყვანეს.

ბათუმში თურქეთის მოქალაქის ცხედარი იპოვეს

ბათუმში საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი თურქეთის მოქალაქის ცხედარი იპოვეს. 65 წლამდე კაცს პირველადი მონაცემებით, ძალადობის კვალი არ არენიშნება.  

ჟურნალისტი ელისო კილაძე მისი შვილის საქმესთან დაკავშირებით პოლიტიკოსებს ხვდება

ჟურნალისტი ელისო კილაძის განცხადებით, სამართალდამცველებს მისი შვილის დავით ხარშილაძის ტელეფონი არ დაულუქავთ და არც სახლი გაუჩხრეკიათ. ამის შესახებ კილაძემ მის შვილთან დაკავშირებით პოლიტიკოსებთან შეხვედრამდე განაცხადა.

ფინანსთა სამინისტრომ უაქციზო თამბაქოს ნაწარმის გადაზიდვის ფაქტზე ორი პირი დააკავა

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, მათი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით მოახდინეს აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული პროდუქციის, დიდი ოდენობით სიგარეტის ,,DUBAO’’-ს აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა.

 

მცხეთის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით ოჯახში ძალადობის თემაზე საბჭოს სხდომა გაიმართა

 

მცხეთის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, პროექტ "ადგილობრივი საბჭოს" ფარგლებში ოჯახში ძალადობის თემაზე ადგილობრივი საბჭოს სხდომა გაიმართა.

ბათუმის მოვლენებზე გუშინ დაკავებულ 8 პირს ბრალს დღეს წარუდგენენ

ბათუმში 11-12 მარტის აქციის ღამეს მასობრივი არეულობისა და პოლიციელებისათვის თავდასხმის საქმეზე წუხელ კიდევ 8 პირი დააკავეს. ისინი წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფებიან და ბრალს დღეს წარუდგეგენ.

პროკურატურა "ნაცმოძრაობის” წევრის დაკავებულ შვილთან საპროცესო შეთანხმებას გააფორმებს

პროკურატურა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის შვილს, თორნიკე კოპალეიშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმებს. ინფორმაცია "პირველს" პროკურატურაში დაუდასტურეს.

ბათუმში ეკომიგრანტებთან მოლაპარაკებამ შედეგი გამოიღო, ვითარება განიმუხტა

ბათუმში, თამარის დასახლებაში მდებარე ეკომიგრანტების შენობაში შეჭრილმა ოჯახებმა, აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან მოლაპარაკების შემდეგ, ობიექტი დატოვეს.