ეკონომიკა

მამუკა ხაზარაძე: ტყუილია, თითქოს ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ფინანსური ვალდებულების შესრულების ვადა კიდევ ერთხელ გაუხანგრძლივდა

ანაკლიის პორტის პროექტის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ მთავრობა ტყუის, როცა ამბობს, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ფინანსური ვალდებულების შესრულების ვადა კიდევ ერთხელ გაუხანგრძლივდა.

ლევან ახვლედიანი მთავრობის გადაწყვეტილებაზე: ახლა საჭიროა მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდეთ

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის საბჭოს თავმჯდომარე ლევან ახვლედიანი აცხადებს, რომ მთავრობის გადაწყვეტილება ხელშეკრულების არ შეწყვეტასთან დაკავშირებით მისასალმებელი, თუმცა არასაკმარისია.

მთავრობა ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ბოლო შანსს აძლევს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, სამინისტროს გადაწყვეტილება, არ გაწყვიტოს ხელშეკრულება, ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის, ფაქტობრივად, ბოლო შანსია.

მარიამ ქვრივიშვილმა ევროპის მაღარეიტინგული გამოცემების წარმომადგენლებს უმასპინძლა

ბელგიისა და ლუქსემბურგის გავლენიანი გამოცემების ჟურნალისტები საქართველოში სტატიების მოსამზადებლად ჩამოვიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ლევან დავითაშვილმა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საგრანტო პროექტები განიხილა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლებს შეხვდა.

16 ოქტომბრის ლარის კურსი ცნობილია

15 ოქტომბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი უცვლელი დარჩა და 2.9701 ლარი შეადგინა.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი საინვესტიციო ხელშეკრულებებას აღარ წარადგენს

ანაკლიის განვითარების კონსორციუმში აცხადებენ, რომ პროექტის მხარდაჭერის ნაცვლად, მთავრობამ მისი საბოტაჟირება მოახდინა და ამიტომ საინვესტიციო ხელშეკრულებებს აღარ წარადგენენ.

ლაშა იორდანიშვილი: პირობა არის ასეთი, თუ არ იქნება მოსახლეობის 90 პროცენტიანი მხარდაჭერა, ჰესი არ აშენდება

"ხადორი 3"-ზე არის თემა გადაწყვეტილი, რომ უნდა მოვიპოვოთ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერა და ისე შევიდეთ, - ამის შესახებ ჰესის მშენებელი კომპანიის, "ფერის" დირექტორმა ლაშა იორდანიშვილმა განაცხადა.

ფულადი გზავნილების მოცულობა 13.9%-ით გაიზარდა

ფულადი გზავნილების მოცულობამ 2019 წლის სექტემბერში $149.8 მლნ (44 მლნ ლარი) შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13.9%-ით მეტია.

ნინო წილოსანი: ჩვენი ეკონომიკის პირობებში დასაქმებულების ინტერესების დაცვა რადიკალურად არ უნდა სცდებოდეს დამსაქმებლის შესაძლებლობებს

„ჩვენი ეკონომიკის პირობებში დასაქმებულების ინტერესების დაცვა რადიკალურად არ უნდა სცდებოდეს დამსაქმებლის შესაძლებლობებს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა განაცხადა.

ზურაბ ლალაზაშვილი: კარგად უნდა შეფასდეს, რა გავლენას მოახდენს შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები დასაქმებულებსა და ქვეყნის ეკონომიკაზე

„ჩვენ შეიძლება დასაქმებულებზე ზრუნვის საბაბით მათი მდგომარეობა პირიქით გავაუარესოთ“, - ამის შესახებ კომპანია BDO-ს მმართველმა პარტნიორმა ზურაბ ლალაზაშვილმა განაცხადა.

BAG შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, როგორც საქართველოში ყველაზე მსხვილი ბიზნეს გაერთიანება, კიდევ ერთხელ ეხმიანება "შრომის კოდექსის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში დაგეგმილ ცვლილებს და მიიჩნევს, რომ შრომითი ურთიერთობების მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავებისას აუცილებელია ბალანსის დაცვა დამსაქმებლისა და დასაქმებულის უფლებებს შორის.

ლაშა პაპაშვილი: მისაღები ცვლილებები ძვირი არ უნდა უჯდებოდეს ბიზნესს

საქართველოს ბიზნესასოციაციის შემდეგ, „შრომის კოდექსის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს ბიზნესმენებიც ეხმაურებიან.

ქართული პროდუქცია იაპონიაში ექპორტზე გავიდა

სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით, კომპანიის "Eshvi Kids" მიერ
წარმოებული საბავშვო ტანსაცმელი იაპონიაში ექსპორტზე გავიდა.

ანდრია გვიდიანი: შრომის კანონმდებლობაში ცვლილებების ინიციატივა ბიზნესთან სახიფათო თამაშია

საქართველოს შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების ინიციატივასთან დაკავშირებით, ეკონომისტი ანდრია გვიდიანი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ინიციატივა არის მოქალაქეებსა და კერძო ბიზნესს შორის ურთიერთობებში უხეში ჩარევა, რაც მნიშვნელოვნად დააზარალებს კერძო ბიზნესის ინტერესებს.

გიორგი აბაშიშვილი: „შრომის კოდექსში“ ცვლილებები გაზრდის უმუშევრობას, არაფორმალურ დასაქმებას, ჩრდილოვანი ეკონომიკის წილს და იქნება თავის მოტყუება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი „შრომის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს აფასებს, რომელიც დამსაქმებელსა და დასაქმებულს სამუშაო დროს მკაცრად უსაზღვრავს.

ოთარ ანგურიძე: აუცილებელია დამსაქმებლებისა და დასაქმებულების უფლებებს შორის ბალანსის დაცვა, რაც მორგებული უნდა იყოს არსებულ ეკონომიკურ სიტუაციაზე

„შრომის კოდექსში რომ ცვლილებებია შესატანი, ამაზე მრავალგზის თქმულა და ევროდირექტივაც ამას გვავალდებულებს“, - ამის შესახებ  ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში ოთარ ანგურიძე სოციალურ ქსელში წერს.

სოსო არჩვაძე: შრომითი ურთიერთობების დარეგულირება ეკონომიკის დაჩქარებული განვითარების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა

„შრომითი ურთიერთობების დარეგულირება ეკონომიკის დაჩქარებული განვითარების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა“, - ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში სოსო არჩვაძე შრომის კანონში დაგეგმილ ცვლილებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ლევან ვეფხვაძე: ჩვენ მხარს ვუჭერთ ასოცირების შეთანხმებას, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ქვეყნის განვითარების დონე

„დამსაქმებლისა და დასაქმებულის ურთიერთობა უნდა იყოს დაბალანსებული და არ უნდა მოხდეს ამ ბალანსის დარღვევა“,- ამის შესახებ საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა.

ეკონომიკის სამინისტრო: ნათია თურნავას თბილისის აეროპორტის კერძო ინვესტორისთვის გადაცემის პროცესში მონაწილეობა არ მიუღია

ეკონომიკის სამინისტრო, მინისტრ ნათია თურნავასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე, განცხადებას ავრცელებს. როგორც სამინისტროში აცხადებენ, ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.