სამართალი

პროკურატურა: ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის ბრალდების საქმესთან დაკავშირებით მტკიცებულებათა შეფასებებზე მუშაობა დასრულდა

საქართველოს პროკურატურა ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის ბრალდების საქმესთან დაკავშირებით მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის შეფასების დოკუმენტს აქვეყნებს. 

ბრალდების მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფი: მტკიცებულებები საკმარისია ბრალდების მხარდასაჭერად და მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარისა და ავთანდილ წერეთლის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის პროცედურებს ამართლებს

„მტკიცებულებები საკმარისია ბრალდების მხარდასაჭერად და მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის პროცედურებს ამართლებს“, - ნათქვამია ბრალდების მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის მიერ გენერალური პროკურორისთვის გაგზავნილ წერილში.

ლისის ტბის მიმდებარედ მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე პასუხისგებაში 5 პირი მიეცა

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა 2019 წლის 6 ოქტომბერს, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნეს.

გლდანში ორი ადამიანის დაჭრის ფაქტზე 3 პირი დააკავეს

თბილისში, გლადანში 2 პირის დაჭრის ფაქტზე, შინაგან სამეთა სამინისტრომ სამი მოქალაქე დააკავა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე დაესწრო საერთაშორისო კონფერენციას - "პრევენციის ეროვნული მექანიზმის საქმიანობის შედეგების გაზომვა და გაძლიერება" და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

პროკურატურა "პროგრეს ბანკის" საქმეზე: თუ კომპეტენტური უწყებები მოგვმართავენ, რეაგირება მოხდება

გენერალურ პროკურატურაში "პირველს" განუცხადეს, რომ თუ, "პროგრეს ბანკში" შესაძლო ფულის გათეთრების საქმეზე კომპეტენტური უწყებები მიმართავენ, შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

სასამართლომ ბათუმის ყოფილი მერი და მერიის ორი მაღალჩინოსანი პატიმრობაში დატოვა

ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი და მერიის მაღალჩინოსნები - არჩილ ვანაძე და ერგასლან ლომიძე მოსამართლე დავით მამისეიშვილის გადაწყვეტილებით წინასწარ პატიმრობაში რჩებიან.

ნინო ჯავახაძე: სახალხო დამცველის აპარატთან ერთად წარმატებული ღონისძიებები გავატარეთ წამების და არაადამიანური მოპყრობის სრულად აღმოფხვრისთვის

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ საერთაშორისო კონფერენციაში - "პრევენციის ეროვნული მექანიზმების გავლენის შეფასება და გაძლიერება“ მიიღო მონაწილეობა. ნინო ჯავახაძე კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.

მარნეულში შუახნის კაცი დაჭრეს

მარნეულში შუახნის კაცი დაჭრეს. ინფორმაცია "პირველს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, მომხდარზე ერთი პირია დაკავებული.

ქრთამის აღებისთვის დაკავებული წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, ბრალს არ აღიარებს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი მიიჩნევს, რომ შეთქმულების მსხვერპლია.

ნარკოტიკების გასაღებაში ბრალდებულებს 12 და 7 წლით პატიმრობა მიესაჯათ

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებაში ბრალდებულებს 12 და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

პოლიციამ ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავა

ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, 1972 წელს დაბადებულ ლ.ძ. დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

დიდ დიღომში ბუნებრივი აირის აფეთქების ფაქტზე, გულგრილობისთვის ბრალდებულებს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდ დიღომში ბუნებრივი აირის აფეთქების ფაქტზე, სამსახურებრივი გულგრილობისთვის ბრალდებულები ვ.მ. და თ.ტ. დამნაშავედ ცნო. 

მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმის განხილვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გრძელდება

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება კვირიკაშვილის უდანაშაულობის შესახებ ბრალდების მხარემ გაასაჩივრა. მომდევნო სხდომა 6 ნოემბერს არის ჩანიშნული.

წითელ ხიდზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში "წითელი ხიდი", ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქე მ.ბ.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის დათვალიერების შედეგად, 10 123.8 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა, 86.21 გრამი) ნაკეთობები გამოავლინეს.

ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება - გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება - გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

19 წლის გოგოს მოტაცების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომელებმა 1990 წელს დაბადებული ფ.ა. და 1991 წელს დაბადებული ი.ა. თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს.

პოლიციამ ბათუმში ნარკოდანაშაულისთვის 1 პირი დააკავა

აჭარის პოლიციის თანამშრომლებმა 1973 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე მ.ი. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.

თამთა თოდაძე პროკურატურას შუამდგომლობით მიმართავს

თამთა თოდაძე დღეს პროკურატურას შუამდგომლობით მიმართავს.

თამთა თოდაძის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილს პასუხობს

ისნის რაიონის ბიუროს თანამშრომლის თამთა თოდაძის ადვოკატი თამარ ლუკავა აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მონაწილეობით, სისხლის სამართლის სხვა საქმე არ არსებობს. აღნიშნული განცხადებით თამარ ლუკავა, ილია ჯიშკარიანის ადვოკატს მარიამ კუბლაშვილს პასუხობს.