ეკონომიკა

მაია ცქიტიშვილი: ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ბრიფინგი 2019 4
01:12 პარ. 27 მარტი
დაკოპირებულია

"დღეს ინფრასტრუქტურული პროექტები და ე.წ. კაპიტალური ხარჯები კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. ბევრჯერ აღგვინიშნავს, რომ გასული წლის განმავლობაში 50 000 ადამიანამდე იყო დასაქმებული სხვადასხვა პროექტზე და დაახლოებით 1200 ქართული კომპანია მუშაობდა ამ სფეროში. ახლა, ინფრასტრუქტურული პროექტი არის არა მხოლოდ ახალი გზა ან ახალი სკოლა, არამედ ეს არის ადამიანებისთვის შემოსავლის წყარო და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა", - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების გარდა, ინფრასტრუქტურული სამუშაოები არსად გაჩერებულა, რაც საშუალებას აძლევს ქართულ კომპანიებს, რომ განვითარდნენ და შეინარჩუნონ სამუშაო ძალა.

„საკმაოდ რთული ვითარებაა და მსოფლიოს უძლიერეს ეკონომისტებს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსაც უჭირთ გრძელვადიანი პროგნოზების გაკეთება, თუმცა დღეის მდგომარეობით პანიკის არავითარი საფუძველი არ გვაქვს. ვნახეთ, რომ იყო უსაფუძვლო აჟიოტაჟი და ბევრი ადამიანი ცდილობდა მოემარაგებინა საკვები. მალე დავრწმუნდით, რომ ჩვენი მაღაზიების თაროები სავსეა. ასეთივე ტიპის ემოციები არ უნდა გვქონდეს ვალუტასთან მიმართებაშიც იმიტომ, რომ დღეს საქართველოში არსებული მდგომარეობა ბევრად კარგია, ვიდრე ზოგიერთ საკმაოდ ძლიერი ეკონომიკის და ჯანდაცვის ქვეყანაში. არ გვაქვს პანიკის საფუძველი და არ უნდა გავაკეთოთ გაუაზრებელი ქმედებები ვალუტასთან მიმართებაში, გავუფრთხილდეთ ჩვენს საბანკო სისტემას, რომელიც საკმაოდ მდგრადია,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მთავრობის რეგულაციები

ყველა შეზღუდვა, რომელიც დღეს დაწესდა - ჩ...

„საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტ...
მისი თქმით, მთავრობამ ეს საკითხი ერთხელ უკვე განიხილა, თუმცა, როგორც ცნობილია, უარყოფითი გადაწყვეტილ...
15 წუთის წინ
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთავრობა შეზღუდვების ფასს აკონტროლებს და კრიტიკულ ციფრებზე საუბარ...
28 წუთის წინ
გიორგი გახარიას თქმით, მეორე ტალღა იყო ის მოვლენა, რომელზეც მთავრობა საუბრობდა ივნისშიც, ივლისშიც, ა...
38 წუთის წინ
მათივე ცნობით,საერთაშორისო აღიარება თიბისიმ ციფრული კომუნიკაციების ძლიერი სტრატეგიისთვის, ციფრული არ...
51 წუთის წინ
ფულადი დახმარება სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

სოციალურად დაუცველი ოჯახები 100-ლარიან დახმარ...

მისი თქმით, სოციალურად დაუცველი ოჯახების კატეგორიები, რომლებიც დახმარებას მიიღებენ, ზუსტად განსაზღვრ...
54 წუთის წინ
ინფიცირების რისკების შემცირების მიზნით E...
თეგეტა მოტორსის ცნობით, სერვისი მოიცავს როგორც მსუბუქი ავტომობილების, ისე მინივე...
გახარია: 70 წელს ზემოთ ადამიანები დარჩნე...
მთავრობის მეთაურის თქმით, დახმარების გეგმა ითვალისწინებს სისტემურ ეკონომიკურ კრი...
14:54
300 ლარი და სესხის გადავადება უმუშევრად...
პრემიერის თქმით, დაწყებულია ამ მოქალაქეების აღრიცხვა. „ეს თანხა გახლავთ 300 ლარ...