Pia Logo
ეკონომიკა

ნათია თურნავა: მალე ავაწყობთ წარმოებას ისე, რომ პირბადეები ჩვეულ რეჟიმში გაიყიდოს

თურნავა პირბადეების საწარმოში
22:07 24.03

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დღეს კიდევ ერთ სამკერვალო საწარმოს ესტუმრა, რომელიც პირბადეების წარმოების პროცესში ჩაერთო. თბილისში მდებარე საწარმო „მოვი“, რომელიც 2015 წელს შეიქმნა პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით და ექსპორტზეა პროფილირებული. 

„საწარმო 100 %-ით საექსპორტოდ აწარმოებდა თავის ნაწარმს, ვიდრე თავს დაგვატყდებოდა კორონავირუსის გამოწვევა. დღეს აქ სრული შემადგენლობით კერავენ პირბადეებს ჩვენთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის და მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრი დეტალურად გაეცნო პირბადეების წარმოების პროცესს და საწარმოს თანამშრომლებისგან მიიღო ამომწურავი ინფორმაცია მისი მიმდინარეობის შესახებ. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, პროცესში სულ უფრო მეტი სამკერვალო საწარმო ერთვება.

„პირბადეების წარმოება ნელ-ნელა იკრეფს ტემპს და ეწყობა. ძალიან სწრაფად მოვახერხეთ მისი ორგანიზაება, აქამდე ჩვენ პრაქტიკულად, არ გაგვაჩნდა ეს წარმოება, რადგან საჭიროება არ იყო. ახლა სულ უფრო მეტი სამკერვალო საწარმო ერთვება ამ პროგრამაში. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ნედლეულის მიწოდება, რომელიც უცხოეთიდან შემოდის, ავაწყოთ რიტმულად და მალე ჩვენი პირბადეები მიწოდებული იყოს ყველა იმ კატეგორიისთვის, ვისთვისაც ეს აუცილებელია“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. 

ამასთან, ნათია თურნავა თქმით, ახლო მომავალში პირბადეების მასობრივი წარმოება ისე აეწყობა, რომ მათი ჩვეულებრივ რეჟიმში გაყიდვა გახდება შესაძლებელი.

„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება - მალე ავაწყობთ მასობრივ წარმოებას ისე, რომ ჩვეულებრივ რეჟიმში გაიყიდოს პირბადეები, თუმცა ფასების კონტროლით. კიდევ უფრო დიდი იმედი მაქვს, რომ მათი საჭიროება ძალიან სწრაფად გაქრება, თუმცა, ჩვენ უკვე გამოვიტანეთ ერთი გაკვეთილი - ასეთი მარაგი ჩვენივე წარმოების ყოველთვის უნდა გვქონდეს და ასეც იქნება“, - განაცხადა მინისტრმა.

უწმინდესი და უნეტარესი

კომენდანტის საათის გამო, დღეიდან ტაძრებშ...

"გეძლევათ სამი რეკომენდაცია: პატრიარქის კურთხევაა, რომ კომენდანტის საათის გათვალ...
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 60 ათასს გადააჭარბა. Worldometers- ის...
21:16 04.04
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 159-მდე გაიზარდა. ინფორმაციას მთავრობი...
21:01 04.04
წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური მდივანი,...
20:57 04.04
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ჯანდაცვის მს...
20:35 04.04
კორონავირუსი იტალია იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა...
იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა, ბოლო 24 საათში 4805-ით 124 632-მდე გაიზარდა, იმავე პ...
20:31 04.04
18:56 04.04
სამხრეთ კავკასიაში კორონავირუსით ინფიცირ...
კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყნის მსგავსად, იზრ...
18:43 04.04
საუნივერსიტეტო კლინიკაში მყოფი ორსული ქა...
თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის, ექიმ ლევან რატიანის ინფორმაციით,...
18:24 04.04
ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი Covid-19-ი...
ინფექციური საავადმყოფოს ექიმ-ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას ინფორმაციით, კორო...