მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

"ნიკორას" პროდუქციაზე ფასები უცვლელი რჩება

ხორცპროდუქტების კომპანიის ლოგო

სს „ნიკორას“ განცხადებით, ლარის გაუფასურების მიუხედავად, კომპანიის ჰოლდინგში შემავალი ყველა ბრენდი, რომელიც საკვებ პროდუქციას აწარმოებს, ფასებს არ ზრდის.

PIA.GE „ნიკორას“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პროდუქტის ფასი პირდაპირ პროპორციულია ლარის კურსის ცვლილებასთან, რადგან ნედლეულის 80%-ზე მეტი იმპორტირებულია, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით ვეკიდებით შექმნილ ვითარებას და ჰოლდინგში შემავალი ყველა ჩვენი შვილობილი კომპანია თავის წარმოებულ, 500-ზე მეტი დასახელების პროდუქტზე ინარჩუნებს აქამდე არსებულ ფასს და არც გეგმავს გაძვირებას”, - განაცხადეს სს „ნიკორაში“.

სს „ნიკორა“ საქართველოში საკვები პროდუქტების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია და აერთიანებს შემდეგ ბრენდებს: „ნიკორა“-ხორცპროდუქტები, „მზარეული“-ნახევარფაბრიკატები, „ოკეანე“-თევზეული, „დღის პროდუქტი“-რძის ნაწარმი, „პალომა“-ნაყინი, „პანე“-პურ-ფუნთუშეული, „24 სალათი“-მზა საკვები.