მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქუთაისში მამაკაცი დის სახლში გამოკეტვის გამო დააკავეს

ბორკოლების დადება

ქუთაისში, ბალახვნის დასახლებაში მამაკაცი საკუთარი დის სახლში გამოკეტვის გამო დააკავეს.

გოგონა სახლიდან გასვლას რამდენიმე დღის განავლობაში ვერ ახერხებდა. ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

ანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქუთაისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, საკუთარ ბინაში, 4 დღის განმავლობაში უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება ამავე ბინაში მცხოვრებ დას - 1980 წელს დაბადებულ შ.ჭ.-ს და სახლიდან გასვლის ნებას არ აძლევდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე–11 პრიმა მუხლის 143–ე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

რა გახდა ახალგაზრდა მამაკაცის მიერ ოჯახის წევრის მიმართ სასტიკი მოპყრობის მიზეზი, უცნობია.