მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტში მკაცრ საკარანტინო შეზღუდვებზე კონტროლი გრძელდება

შსს-ს წარმომადგენლები მარნეულში

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრ საკარანტინო შეზღუდვებზე კონტროლი გრძელდება.

შსს-ს ინფორმაციით, სამინისტროს თანამშრომლები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაციით, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად საგუშაგოებზე 24 საათის განმავლობაში აგრძელებენ წესრიგის დაცვას.

ძირითად გზებზე განთავსებულია საკონტროლო გამშვები საგუშაგოები, ხოლო მეორე ხარისხოვანი გზები მობილური ჯგუფების მიერ კონტროლდება. პოლიციის თანამშრომლები საზოგადოებრივი უსაფრთხოების დასაცავად მუნიციპალიტეტების ქალაქებსა და სოფლებში ინტენსიურად პატრულირებენ.

ცნობისთვის, მას შემდეგ რაც მარნეულში ვირუსის შიდა გავრცელების ფაქტი დაფიქსირდა, ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტები კარანტინის ზონად გამოაცხადეს.