სამართალი

"ოცნების" დეპუტატის სახლთან იარაღიდან გაისროლეს

ენზელ მკოიანის სახლთან
სროლაა
1585230415
დაკოპირებულია

ახალქალაქში, ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის სახლთან, სროლის ხმა გაიგეს. ენზელ მკოიანის საცხოვრებელთან მოსახლეობაა შეკრებილი, სახლს კი სამართალდამცველებმა ყვითელი ლენტი შემოავლეს, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

მომხდარის მიზეზი არ იციან ადგილობრივებმა. შემთხვევის ადგილზე შეკრებილების თქმით, მათ მხოლოდ სროლის ხმა გაიგეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში PIA.GE-ს განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-1 პრიმა ნაწილის (ბ) ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ლელოს ლიდერი

„ქართული ოცნებისგან“ ვადამდელი სრულად პრ...

„ქართული ოცნებისგან“ მივიღეთ ვადამდელი სრულად პროპორციული არჩევნების შემოთავაზება, მაგრამ ვერ შევთანხმდით თარიღზე“, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა. 

ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური 66 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

1611149979

დონალდ ტრამპმა თეთრი სახლი უკვე დატოვა. ამის შესახებ BBC იუწყება. 

1611149776

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ინაუგურაციასთან დაკავშირებულმა დადებითმა მოლოდინმა ნავთობის ფასი გააძვირა. ამის შესახებ Reuters იუწყება. 

1611148879

საუდის არაბეთის მეფე სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდი და ტახტის მემკვიდრე, უფლისწული მოჰამედ ბინ სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდი  გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნას ულოცავენ. საუდის არაბეთის მეფისა და ტახტის მემკვიდრის ოფიციალური მილოცვები საქართველოს მთავრობის მეთაურს საუდის არაბეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში აბდულა ალ-მუტაირიმ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე გადასცა.

1611148147
Global Finance-მა თიბისი
საქართველოში ვაჭრობის
დაფინანსების სფეროში
საუკეთესო პროვაიდერად
დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვაჭრობი...

საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემამ - Global Finance თიბისი საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების სფეროში 2021 წლის საუკეთესო პროვაიდერად დაასახელა. ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს.

ჯანდაცვის სამინისტროსა და საქართველოს მე...

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

„ახლა სხვა მოთხოვნის დაყენება შეცდომაა“...

პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, იმ ოთხი მოთხოვნის გარდა, რომელიც გაერთიანებულმა ოპოზიციამ მმართველ გუნდთან მოლაპარაკებაზე დააყენა, სხვა საკითხზე შეთანხმების მცდელობა შეცდომაა. 

ირაკლი ქადაგიშვილი უკრაინის ელჩს შეხვდა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იგორ დოლჰოვს შეხვდა.

შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების შესახებ ისაუბრეს და თანამშრომლობის პერსპექტიული მიმართულებები განიხილეს. ხაზი გაესვა საპარლამენტთაშორისო  კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების აუცილებლობას. ამ კონტექსტში, ელჩმა სურვილი გამოთქვა, იხილოს ირაკლი ქადაგიშვილი უკრაინა-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრად. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.