მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისში მესაკუთრეს კომერციული ობიექტი დაახურინა

საგამოძიებო სამსახურის ლოგო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისში ერთ-ერთი კომერციული ობიექტი, რომელშიც 600-მდე ადამიანია დასაქმებული, მესაკუთრეს დაახურინა.

საგამოძიებო სამსახურმა აღნიშნული გადაწყვეტილება შესული შეტყობინების საფუძველზე მიიღო, რომლის მიხედვითაც ის მთავრობის მიერ დადგენილი მკაცრი შეზღუდვების უხეში დართვევით, მუშაობას განაგრძობდა. ამასთან, კომპანიაში დასაქმებულ, ადგილზე მყოფ რამდენიმე თანამშრომელს აღენიშნებოდა მაღალი ტემპერატურა.

უწყების ცნობით, შესაბამი უწყებები აქტიურად ახორციელებენ მონიტორინგს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტის საფუძველზე დადგენილი შეზღუდვების შესრულების ნაწილში და მსგავსი ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, მოახდენენ მკაცრ რეაგირებას.