სამართალი

შსს-მ ზუგდიდის აქციის ორგანიზატორი ჯგუფი 15 000 ლარით დააჯარიმა

შს სამინისტროს შენობა
1585245945
დაკოპირებულია

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო, საპატრულო პოლიციამ „ახალი ლიდერების ინიციატივა“ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტის საფუძველზე 15 000 ლარით დააჯარიმა. ჯარიმის ოქმი ორგანიზაციის დირექტორს კრისტინა მარია კოდი პუშოუს ჩაბარდა.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტი ადამიანის შეკრება აკრძალულია. ორგანიზაციამ „ახალი ლიდერების ინიციატივა“ დღეს ზუგდიდში, 100 პირზე მეტი ადამიანი შეკრიბა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

პროკურატურის შენობა

„200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის დე...

საქართველოს გენერალური პროკურატურა „დავით გარეჯის საქმეზე“ დაკავებულები პირების შესახებ განცხადებას ავრცელებს. 

კომუნიკაციების კომისიამ 2020 წლის 12 დეკემბერს  „მთავარი არხის“ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემაში „მთავარი შაბათს“ 21:57 საათზე გასული უხამსობის შემცველ სიუჟეტთან  დაკავშირებით იმსჯელა, რომელიც  2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის პირველ სხდომას ეხებოდა.

1611238118

„ის, რასაც ისინი ერთმანეთს აბრალებენ, რომ თითქოს „ქართულმა ოცნებამ“ იყიდა - ასეთი რაღაც რომ გვეკადრებინა, პირველები ისინი შემოვარდებოდნენ, ვინც ყველაზე რადიკალური პოზიციით გამოირჩევიან“ - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ POSTV-ის თოქშოუში „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად.

1611236818

ფილიპინებზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მისმა მაგნიტუდამ ეპიცენტრში 7,2 შეადგინა. ამის შესახებ ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრში იუწყება. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

1611235996

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ მიხეილ ამაშუკელმა, გლდანის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან შალვა ოგბაიძესთან ერთად, ვლადიმერ ჯანჯღავას ქუჩაზე სამისამართე აბრების განთავსების პროცესში მონაწილეობა მიიღო. ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

1611235573
ვაქცინაცია

საქართველოს პრეზიდენტი - ვაქცინაზე საქართველო...

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრა სტრასბურგის სასამართლოს განაჩენის მნიშვნელობაზე საუბრით დაიწყო და აღნიშნა, რომ ის წუთი-წუთზე ელოდებოდა სასამართლოს ისტორიულ განაჩენს და ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, მათი მხრიდან ამ საკითხზე სათანადო რეაგირება, რაზეც შარლ მიშელმა განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ისაუბრებდა თავის კოლეგებთან დღეს საღამოს გამართულ სამიტზე. შარლ მიშელმა პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

1611235304
პროკურატურა დავით გარეჯის საქმეზე ფარულ...

საქართველოს პროკურატურა უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე მტკიცებულების სახით მოპოვებულ ნ.ი.-ს საუბრის ფარულ აუდიოჩანაწერს ავრცელებს.

ტერაქტი ბაღდადის ბაზარში - არის მსხვერპლ...

ერაყის დედაქალაქ ბაღდადის ბაზარში ორი აფეთქების შედეგად სულ მცირე 23 ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაიჭრა. ამის შესახებ Reuters იუწყება. 

თეა წულუკიანი: 21 იანვარს საქართველომ რუ...

ყოფილი იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განცხადება გააკეთა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ. 

მისი თქმით, ჩვენ ვიცოდით, რომ  რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც გამოცემული  იქნებოდა ნეიტრალური ინსტიტუტის მიერ დღემდე ხელთ არ გვქონდა.