პარლამენტი 51 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე 26 იანვარს იმსჯელებს. ამ მიზნით ხვალ ჩანიშნულია საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც საკითხზე მომხსენებელი კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი იქნება.
პარლამენტი 51 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე 26 იანვარს იმსჯელებს. ამ მიზნით ხვალ ჩანიშნულია საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც საკითხზე მომხსენებელი კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი იქნება.
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას ხელმძღვანელობით, 25-29 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში მიიღებს მონაწილეობას. ეს არის საპარლამენტო დელეგაციის პირველი ვიზიტი, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტის ფარგლებში განხორციელდება.
პირველი ვიცე სპიკერი გია ვოლსკი ბათუმში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.
„მათი კოვზი ნაცარში ჩასავარდნადაა განწირული იმიტომ რომ ჯარისკაცს მხოლოდ სიმართლის და შესრულებული სიტყვის სჯერა“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე რატი ბრეგაძე ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერით გასულ სიუჟეტს, რომელიც სამხედროებისათვის კვებითი პირობების უზრუნველყოფას ეხებოდა.
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას ხელმძღვანელობით, 25-29 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში მიიღებს მონაწილეობას.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა სეფაშვილი, ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა, რომელიც სამხედროებისათვის კვებითი პირობების უზრუნველყოფას ეხებოდა.
„გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ მთავრობის ადმინისტრაციის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ადამიანების არასაკმარისი რაოდენობაა იმისთვის, რომ ხელისუფლებამ უკან დაიხიოს და კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები მოხსნას.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა, რომელიც სამხედროებისათვის კვებითი პირობების უზრუნველყოფას ეხებოდა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ჩაჩიბაია ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა, რომელიც სამხედროებისათვის კვებითი პირობების უზრუნველყოფას ეხებოდა.
„იმედს ვიტოვებ, ბათუმის ინციდენტი საქართველოს ისტორიაში პირველი და უკანასკნელი იქნება, რომელიც არასოდეს განმეორდება და პირი რომელმაც ადამიანს ნაგავი დააყარა, უმკაცრესად დაისჯება“, - ამ სიტყვებით ეხმაურება „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე 23 იანვარს ბათუმში მომხდარ ინციდენტს, როდესაც აჭარის უმაღლესი საბჭოს უპარტიო წევრი ირაკლი ჩავლეიშვილი ბათუმის ბულვარის დამცველთა საპროტესტო აქციაზე მივიდა, სადაც მას მოძრაობა „ალტერნატივას“ აქტივისტებმა თავზე ნაგავი გადააყარეს.
პოლიტიკური პარტია „ევროპული სოციალისტების“ წევრები კატეგორიულად გმობენ ბათუმში, ევროპის მოედანზე მომხდარ ინციდენტს.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ბათუმში, 23 იანვარს მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.
ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში გია ხუხაშვილი 23 იანვარს, ბათუმში მომხდარ ინცინდენტს გამოეხმაურა.
„ტელეკომპანია „ტვ პირველი“ განაგრძობს ცილისმწამებლურ და ცრუ ინფორმაციის გავრცელებას, რომლის რეალური მიზანია, ჩრდილი მიაყენოს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, თავდაცვის უწყებაში გატარებულ ღონისძიებებს სამხედროებისათვის საუკეთესო კვებითი პირობების უზრუნველყოფის მიმართულებით“, - ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გიორგი ბარამიძე საკუთარ სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ბათუმის აქციაზე მომხდარ ინციდენტს, სადაც აქციის მონაწილეებმა, ირაკლი ჩავლეიშვილს ნაგვის ურნიდან ნარჩენები დააყარეს.
ადრე ქვეყნის მტერს და მის დამქაშს ტყვიას ესროდნენ და დღეს თურმე ნაგვის დაყრა გახდა უბედურება? – წერს ბარამიძე.
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალური ქსელში ბათუმში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. კერძოდ, აჭარის უმაღლესი საბჭოს უპარტიო წევრი ირაკლი ჩავლეიშვილი ბათუმის ბულვარის დამცველთა საპროტესტო აქციაზე მივიდა, სადაც მათ მოძრაობა „ალტერნატივას“ აქტივისტებმა „მოღალატე“ ეძახეს და ბოლოს ერთ-ერთმა აქტივისტმა მას თავზე ნაგავი გადააყარა.
2021 წლის 20 იანვარს ევროპარლამენტმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისა და უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის შესახებ რეზოლუციები მიიღო. რეზოლუციებში ევროპარლამენტი ურყევ მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი europarl.europa.eu აქვეყნებს.