Pia Logo
პოლიტიკა

ჩიქოვანი: მარნეულსა და ბოლნისში სურსათის უზრუნველყოფის კუთხით პრობლემა არ არსებობს

ჩიქოვანი მთავრობის ადმინისტრაციაში
12:48 25.03

პრემიერ-მინისტრის მრჩევლის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში სურსათის მიწოდების კუთხით პრობლემა არ არსებობს.

როგორც ჩიქოვანმა ბრიფინგზე აღნიშნა, ყველა ქსელური მაღაზია გამართულად მუშაობს.

"ამ ვითარებასთან მიმართებაში საზოგადოებაში არის სრული გაგება, არ არსებობს პრობლემა სურსათის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ყველა ქსელური მაღაზია მუშაობს გამართულად, არანაირი მიწოდების პრობლემა არ არის, თუმცა ხაზი მინდა გავუსვა, რომ მცირე ზომის სოფლის მაღაზიებში შეიძლება ყოფილიყო გარკვეული შეფერხებები, მაგრამ ეს შეფერხებებიც აღმოფხვრილია. პრემიერის დავალებით, სოფლის მეურნეობის მინისტრი მიემგზავრება ამ ორ რაიონში, რათა ადგილზე გადაწყვიტოს ყველა ის შესაძლო პრობლემა, თუ ასეთი არსებობს და სრულად იქნეს აღმოფხვრილი ნებისმიერი ფორმის და სახის მიწოდების პრობლემა", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ცნობისთვის, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით 73 ადამიანია ინფიცირებული, დღეს ვირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მას შემდეგ რაც, მარნეულში კორონავირუსის შიდაგადაცემის ფაქტი გამოვლინდა, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები კარანტინის ზონად გამოცხადდა.

უწმინდესი და უნეტარესი

კომენდანტის საათის გამო, დღეიდან ტაძრებშ...

"გეძლევათ სამი რეკომენდაცია: პატრიარქის კურთხევაა, რომ კომენდანტის საათის გათვალ...
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 159-მდე გაიზარდა. ინფორმაციას მთავრობი...
21:01 04.04
წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური მდივანი,...
20:57 04.04
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ჯანდაცვის მს...
20:35 04.04
იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა, ბოლო 24 საათში 4805-ით 124 632-მდე გაიზარდა, იმავე პ...
20:31 04.04
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ჟურნალისტებთან 2020 4 ეზუგბაია: გერმანიიდან ჩამოსული პირებიდან კორო...
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, გერმანიიდან ჩამოსულ პაცი...
20:18 04.04
18:43 04.04
საუნივერსიტეტო კლინიკაში მყოფი ორსული ქა...
თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის, ექიმ ლევან რატიანის ინფორმაციით,...
18:24 04.04
ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი Covid-19-ი...
ინფექციური საავადმყოფოს ექიმ-ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას ინფორმაციით, კორო...
დავით ჩიხელიძე: პანდემია - ახალი გამოწვე...
"არსებულმა მდგომარეობამ მსოფლიოს აჩვენა, რომ ჩინეთი არის არასაიმედო პარტნიორი, რ...