პოლიტიკა

გია ვოლსკი: ზუგდიდის აქცია მიმართული იყო იმისკენ, რომ საზოგადოება ერთმანეთს და სახელმწიფო სტრუქტურებს დაპირისპირებოდა

ვოლსკი პარლამენტში
1585235847
დაკოპირებულია

"ეს არ იყო ჰუმანიტარული აქცია. ეს აქცია მიმართული იყო იმისკენ, რომ საზოგადოება დაპირისპირებოდა ერთმანეთს, საზოგადოება, ვისაც ესმის, რომ ასეთი შეკრება არის კანონსაწინააღმდეგო და საფრთხის შემცველი. გარდა ამისა, ეს აქცია მიმართული იყო ასევე იმისკენ, რომ შეკრებილი საზოგადოება დაპირისპირებოდა სახელმწიფო სტრუქტურებს. ეს იყო აქციის მიზანი", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ზუგდიდში ორგანიზებულ აქციასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ეს მიზანი აშკარად გამოჩნდა, თუნდაც, მიხეილ სააკაშვილის განცხადებებიდან, რომელიც, ერთი მხრივ, საზოგადოებას მოუწოდებს კონსოლიდაციისკენ, ხოლო მეორე მხრივ, ამ მიმართულებას და ამ იდეას თავად უპირისპირდება კონკრეტული საქმიანობით.

"ვფიქრობ, რომ სწორედ ამ კუთხით უნდა შეაფასოსო საზოგადოებამ ის, რაც ზუგდიდში მოხდა და შესაბამისი დასკვნები გამოიტანოს", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

გია ვოლსკის შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობამ" ზუგდიდში თავის მიზანს ვერ მიაღწია, რადგან საზოგადოება მიმდინარე პროცესებს კარგად აანალიზებს.

„როდესაც საზოგადოების დიდი მასა, თუნდაც 200- 300 ადამიანი იკრიბება და აწყობს, გარკვეული გარემოებებიდან გამომდინარე, ზედახორას, რასაკვირველია, სამართალდამცავების საქმიანობა საკმაოდ ძნელდება. სწორედ ეს იყო მიზანი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ მიყვებოდა და თავის მიზანს ვერ მიაღწია იმდენად, რამდენადაც საზოგადოება, რომელიც ამ ყველაფერს უყურებს და პროცესებს აანალიზებს არ არის ის, რაზედაც მოგვითხრობდა სააკაშვილი თავის ერთ-ერთ გამოსვლაში, რომ კულტურა, თითქოსდა, მან შემოიტანა საქართველოში, აღარ არის ეს დრო. მე ვფიქრობ, პოლიტიკური მკვდრეთიდან აღდგომის ეს მცდელობა არის უზნეო და ამავე დროს უშედეგობისთვის განწირული", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

დეპუტატმა, ასევე აღნიშნა, რომ ჰუმანიტარული აქცია არ გაიზომება მოცულობით.

"მცირე რაოდენობის პირბადეების და სადეზინფექციო საშუალებების დარიგებაზე არ შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არაფერს ნიშნავს და არაფერი გაკეთებულა. ჰუმანიტარული აქცია მისი მცირე მოცულობის გამო არ უნდა დავაკნინოთ", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.​

ცუდი ამინდი

საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 18-20 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა და ნალექი.

პოლიციამ 1996 წელს დაბადებული მ.ბ. და 1997 წელს დაბადებული ი.ბ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობის ფაქტზე დააკავა. 

1610946929

გადაუდებელი სამუშაოების გამო 18 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება:

1610916101

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს არ ესაჭიროება იმ რაოდენობით კლინიკები, რაც ამჟამად არის. 

1610913883

მოსკოვში ალექსეი ნავალნისთან ერთად, მისი მეუღლე იულია ნავალნაიაც დაბრუნდა. ალექსეის დაკავების შემდეგ, იულიას აეროპორტში მხარდამჭერები ტაშით შეეგებნენ.

1610910088
ალექსეი ნავალნი დააკავეს

ალექსეი ნავალნი დააკავეს

მოსკოვში შერემეტოვოს აეროპორტში ალექსეი ნავალნისთან პასპორტ კონტროლის დროს პოლიცია მივიდა და მოსთხოვეს მათ გაჰყოლოდა. 

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძ...

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით:

ნეპალელმა მთამსვლელებმა K-2 მწვერვალის დ...

ნეპალელმა 10-მა ალპინისტმა ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა , რომელმაც ზამთარში პირველი მიაღწია K2- ის მწვერვალს, ესაა მსოფლიოში მეორე უმაღლესი მწვერვალი.

ჯგუფის წევრმა მთამსვლელმა ნიმსდაი პურჯამ თქვა, რომ მწვერვალს ადგილობრივი დროით 17:00 საათზე მიაღწიეს (GMT) ინფორმაციას „BBC“ავრცელებს.

სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო კომიტეტე...

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების თავმჯდომარეებთან, ნიკოლოზ სამხარაძესა და მაკა ბოჭორიშვილთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტის საკითხები განიხლეს.