Pia Logo
პოლიტიკა

გია ვოლსკი: ზუგდიდის აქცია მიმართული იყო იმისკენ, რომ საზოგადოება ერთმანეთს და სახელმწიფო სტრუქტურებს დაპირისპირებოდა

ვოლსკი პარლამენტში
19:17 26.03

"ეს არ იყო ჰუმანიტარული აქცია. ეს აქცია მიმართული იყო იმისკენ, რომ საზოგადოება დაპირისპირებოდა ერთმანეთს, საზოგადოება, ვისაც ესმის, რომ ასეთი შეკრება არის კანონსაწინააღმდეგო და საფრთხის შემცველი. გარდა ამისა, ეს აქცია მიმართული იყო ასევე იმისკენ, რომ შეკრებილი საზოგადოება დაპირისპირებოდა სახელმწიფო სტრუქტურებს. ეს იყო აქციის მიზანი", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ზუგდიდში ორგანიზებულ აქციასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ეს მიზანი აშკარად გამოჩნდა, თუნდაც, მიხეილ სააკაშვილის განცხადებებიდან, რომელიც, ერთი მხრივ, საზოგადოებას მოუწოდებს კონსოლიდაციისკენ, ხოლო მეორე მხრივ, ამ მიმართულებას და ამ იდეას თავად უპირისპირდება კონკრეტული საქმიანობით.

"ვფიქრობ, რომ სწორედ ამ კუთხით უნდა შეაფასოსო საზოგადოებამ ის, რაც ზუგდიდში მოხდა და შესაბამისი დასკვნები გამოიტანოს", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

გია ვოლსკის შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობამ" ზუგდიდში თავის მიზანს ვერ მიაღწია, რადგან საზოგადოება მიმდინარე პროცესებს კარგად აანალიზებს.

„როდესაც საზოგადოების დიდი მასა, თუნდაც 200- 300 ადამიანი იკრიბება და აწყობს, გარკვეული გარემოებებიდან გამომდინარე, ზედახორას, რასაკვირველია, სამართალდამცავების საქმიანობა საკმაოდ ძნელდება. სწორედ ეს იყო მიზანი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ მიყვებოდა და თავის მიზანს ვერ მიაღწია იმდენად, რამდენადაც საზოგადოება, რომელიც ამ ყველაფერს უყურებს და პროცესებს აანალიზებს არ არის ის, რაზედაც მოგვითხრობდა სააკაშვილი თავის ერთ-ერთ გამოსვლაში, რომ კულტურა, თითქოსდა, მან შემოიტანა საქართველოში, აღარ არის ეს დრო. მე ვფიქრობ, პოლიტიკური მკვდრეთიდან აღდგომის ეს მცდელობა არის უზნეო და ამავე დროს უშედეგობისთვის განწირული", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

დეპუტატმა, ასევე აღნიშნა, რომ ჰუმანიტარული აქცია არ გაიზომება მოცულობით.

"მცირე რაოდენობის პირბადეების და სადეზინფექციო საშუალებების დარიგებაზე არ შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არაფერს ნიშნავს და არაფერი გაკეთებულა. ჰუმანიტარული აქცია მისი მცირე მოცულობის გამო არ უნდა დავაკნინოთ", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.​

თბილისის ზღვის

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში 14 წლის მოზარდ...

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში მიღებული 25 პასუხიდან ერთ პაციენტს კოვიდინფექცია აღმოა...
11:15
„100-დღიანი გათამაშება გრძელდება და ყველას აქვს შესაძლებლობა, მოიგოს ახალი იაგუარი და წილი 1.000.000...
52 წუთის წინ
„აქსის თაუერსი“ შეუერთდა მერიის ინიციატივას, რომელიც ბიზნეს-სექტორისა და მოქალაქეთა მხრიდან დედაქალა...
18:00
სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახების დასახმარებლად, დღეს თბილისის საკრებულოს პროდუქტები კომპ...
17:52
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ...
17:18
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, 2020 დავით ზალკალიანი: 40-ზე მეტ ქვეყანაში 2 425 მ...
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, დღეისათვის, საზღვარგარეთ საქარ...
ახალციხეში ავარიის შედეგად ახალგაზრდა მა...
ავტოსაგზაო შეთხვევა მოხდა ახალციხე-ვალეს გზაზე, სოფელ ივლიტასთან. მძღოლმა სავარ...
საქართველოს ბანკმა 55 მილიონი დოლარის მო...
საქართველოს ბანკმა 55 მილიონი დოლარის მოცულობის 10 წლიანი ინვესტიცია მოიზიდა. ინ...
მოძრაობა „შენმოქმედმა“, პროექტ „ჩართესთა...
„20 ლეპტოპი - 20 უფროსკლასელს“, - სოციალურ ქსელში ქვეყნდება ინფორმაცია, რომ სექტ...