მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხუნდაძე: მეტი მობილიზება, მეტი კონცენტრაცია და რეკომენდაციების მაღალ ხარისხში შესრულება გვჭირდება

დიმიტრი ხუნდაძე კორონა ვირუსზე

"კორონავირუსის დაავადება პროგრესირებს. ვირუსის გავრცელების არეალი ნელნელა ფართოვდება. საიმედოა, რომ დღეს უკვე გვყავს ათი გამოჯანმრთელებული პაციენტი, მაგრამ ახალი ეპიდმისამართები ვლინდება", -ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ "იმედის" ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა პაციენტის გარშემო ეპიდმისამართები მიწვდომადია.

"ამას როგორც დადებითი ასევე, უარყოფითი მხარეეები აქვს. პრაქტიკულად, ყველა პაციენტის გარშემო ეპიდმისამართები არის დადგენადი და მიწვდომადი. ჩვენ პრაქტიკულად უკვე შევედით პრეკრიზისულ ფაზაში, რასაც მოჰყვება კრიზისული ფაზა. იქნება როგორც დადასტურებული ასევე, დაუდასტურებელი შემთხვევები. ამიტომ ჩვენ გვჭირდება მეტი მობილიზება, მეტი კონცენტრაცია და რეკომენდაციების უფრო მაღალ ხარისხში შესრულება", - განაცხადა ხუნდაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 75-მდე გაიზარდა.