პოლიტიკა

ხუნდაძე: თუ ეპიდვითარება უარესობისკენ შეიცვალა შესაძლოა დაგვჭირდეს მასიური იზოლაცია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ქართული ოცნების ოფისთან 2019
21:23 ოთხ. 25 მარტი
დაკოპირებულია

"შესაძლოა დაგვჭირდეს მასიური იზოლაცია ან მასიურ საკარანტინო რეჟიმზე გადასვლა, თუ ეპიდვითარება უარესობისკენ შეიცვალა და ასევე, ეს დამოკიდებულია საზოგადოებრივ პასუხისმგებლობაზე", - ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ხუნდაძის თქმით, ხელისუფლება COVID-19-თან დაკავშირებულ პროცესს მართავს და პანიკის საფუძველი არ არსებობს.

"მოქალაქეობრივი პასიხისმგებლობაა ერთი ის, რომ შეასრულოს რეკომენდაციები, მეორე და ყველაზე მთავარი რეკომენდაციაა რომ დავშალოთ სოციალური სიმჭიდროვე, ანუ არ იყოს მჭიდრო კონტაქტები", - განაცხადა ხუნდაძემ.

მისი განმარტებით დედაქალაქი განიტვირთა, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ იმის გამო, რომ მოქალაქეების უდიდესი ნაწილი ოჯახებში არის დარჩენილი და გარეთ გამოსვლას ერიდება არამედ, იმიტომ, რომ უდიდესი ნაწილი რაიონებს დაუბრუნდა.

"ამას აქვს თავისი კარგი მხარე, მაგრამ შეიმჩნევა, რომ ე.წ. სოფლის ბირჟებზე სიმჭიდროვე გაიზარდა. ასევე, რაიონებში, სადაც არის მრავალბინიანი კორპუსები, შეინიშნება მოქალაქეების სიჭარბე. ეს, არის ხიფათის შემცველი. რეკომენდაციებს თუ არ ვასრულებთ, ვეთამაშებით ცეცხლს. თუ ჩვენ სიფრთხილეს არ გამოვიჩენთ, შესაძლოა მარნეულისა და ბოლნისის ვითარება მივიღოთ სადმე და მაშინ, საჭირო გახდება მასობრივი ღონისძიების ჩატარება. ჩვენ ორი მიმართულება გვაქვს, ერთი - დავიცვათ მოქალაქეების ჯანმრთელობა და ასევე, ვეცადოთ, რომ ეკონომიკამ რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიიღოს, რომ არ განვითარდეს შეუქცევადი პროცესები. მე მჯერა, რომ ბოლოს, ჩვენ ვირუსთან გამარჯვებულები დავრჩებით, მაგრამ შემდეგ მნიშვნელოვანი იქნება ეკონომიკური მაჩვენებელი, რათა ცხოვრების რეჟიმი ნაკლები ზიანით, მაგრამ სწორად გავაგრძლოთ. ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, მაგრამ მოქალაქის გასაკეთებელ საქმეს, რომ დაიცვან ჰიგიენის წესები და მოერიდონ ზედმეტ კონტაქტებს, ვერ გააკეთებს სხვა. ხსნა ამ ვითარებიდან და ზიანის შემცირების მთავარი რეკომენდაცია, საფუძველი და საშუალება, არის კონტაქტების შემცირება და სიმჭიდროვის გაშლა, ამიტომ მოქალაქეებს მხოლოდ ამაში ვთხოვთ დახმარებას",- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ "იმედის" ეთერში.

ცნობისთვის, ამ დროის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი საქართვწელოში 75-მდე გაიზარდა.

ფულადი დახმარება

100, 200 და 300 ლარი - ვინ რა დახმარებას...

აღნიშნულ ციფრებში არ შედის კომუნალური გადასახადების სუბსიდირების მაჩვენებელი. Კ...
ეს გადაწყვეტილება აშშ-ის გეგმის საპასუხოა, რაც იმას გულისხმობს, რომ კანადიდან შეტანილი წამლები ამერი...
22 წუთის წინ
გამოცემის ცნობით წყალდიდობის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. მათივე ინფორმაციით, როგორც იტალიური მედია...
33 წუთის წინ
„ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლები რეგიონალური სამს...
51 წუთის წინ
საქართველომ მორიგი მნიშვნელოვანი გამარჯვება ფინეთში მოიპოვა, სადაც ფინეთის ნაკრები მძიმე ბრძოლაში 91...
23:58 შაბ. 28 ნოემბერი
ჯანდაცვის ექსპერტი

ზოიძე: ჩვენს ქვეყანას ცეცხლი უკიდია, 1 თვეში...

მისი თქმით, ახალი შეზღუდვების დაწესებიდან 2 კვირაში ქვეყანას, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, შედეგი ე...
22:31 შაბ. 28 ნოემბერი
17:39 შაბ. 28 ნოემბერი
ტიხანოვსკაია ბაიდენს შეხვდება
„ჩვენ გვაქვს ასეთი მოწვევა და ეს შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება“ - განაცხ...
17:27 შაბ. 28 ნოემბერი
ყარაბაღში ჟურნალისტი ნაღმზე აფეთქდა
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, მანქანაში, რომელიც ნაღმზე აფეთქდა, ჟურნალისტი...
17:14 შაბ. 28 ნოემბერი
ფიზულში მანქანა ნაღმზე აფეთქდა, დაიღუპა...
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, პროკურატურამ მომხდარზე გამოძიება აღძრა სისხლის სამა...