„ოპოზიცია ხალხს კრებს ზუგდიდის ცენტრში, საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ვითომ პირბადეების დასარიგებლად“, - ამის შესახებ ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„სიველურეა, რასაც ოპოზიცია აკეთებს ახლა ზუგდიდში და ხალხს კრებს ცენტრში საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ვითომ პირბადეების დასარიგებლად.
ეს არ არის პოლიტიკა, არც ნაძირალობა, ეს უბრალოდ სიველურეა, არანაირი კავშირი ადამიანობასთან...“ - წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.
ინფორმაციისთვის, დღეს, 26 მარტს, ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა აქცია მოაწყეს, სადაც 200-მდე ადამიანი იყო შეკრებილი. აქციის ორგანიზატორებმა ზუგდიდის მოსახლეობას ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სახელით პირბადეები დაურიგეს.
საქართველოს გენერალური პროკურატურა „დავით გარეჯის საქმეზე“ დაკავებულები პირების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
„არ მგონია, რომ სლუცკის განცხადებას დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ, რადგან რუსეთის პოზიცია განსხვავებულია. მე მგონია, რომ ფარისევლობას აქვს ადგილი ან კონტექსტი არ არის მთლად ზუსტი, რადგან სლუცკის განცხადება ეწინააღმდეგება რუსეთის ოფიციალურ პოზიციას, რომ მისთვის მიუღებელია ნატოს- გაფართოება სამხრეთ კავკასიის ნაწილში“, - ასე აფასებს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი რუსეთის დუმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ლეონიდ სლუცკის განცხადებას საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შესაძლებლობის შესახებ.
„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება ნამდვილად უპრეცედენტო და ისტორიულია, რაც წარმოადგენს საქართველოს გამარჯვებას რუსეთის ფედერაციაზე 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეში. ეს კი მნიშვნელოვან წილად განპირობებულ იქნა 2013 წლიდან საქართველო ხელისუფლების მიერ გაწეული ინტენსიური ძალისხმევითა და წარდგენილი მტკიცებულებებით“, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა განაცხადა.
„რასკომნადზორი“ მოუწოდებს სოციალურ ქსელ TikTok-ს, რომ შეწყვიტოს არასრულწლოვნებში პოლიტიკური აგიტაცია და მოწოდებები მიტინგებში მონაწილეობაზე. ამის შესახებ gazeta.ru იუწყება.
კომუნიკაციების კომისიამ 2020 წლის 12 დეკემბერს „მთავარი არხის“ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემაში „მთავარი შაბათს“ 21:57 საათზე გასული უხამსობის შემცველ სიუჟეტთან დაკავშირებით იმსჯელა, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის პირველ სხდომას ეხებოდა.
„ის, რასაც ისინი ერთმანეთს აბრალებენ, რომ თითქოს „ქართულმა ოცნებამ“ იყიდა - ასეთი რაღაც რომ გვეკადრებინა, პირველები ისინი შემოვარდებოდნენ, ვინც ყველაზე რადიკალური პოზიციით გამოირჩევიან“ - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ POSTV-ის თოქშოუში „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად.
„არ არსებობს ინსტიტუტი, მათ შორის პარლამენტი, რომელიც თავის უფლებამოსილებას ვერ ასრულებს” - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ POSTV-ის თოქშოუში „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად“.
ჯოზეფ ბაიდენის მეუღლე, ჯილ ბაიდენი, 2021 წლის 20 იანვარს ოფიციალურად გახდა შეერთებული შტატების პირველი ლედი. ამის შესახებ whitehouse.gov იუწყება.
„ოპოზიციციის წარმომადგენლებს სატელევიზიო ბულინგის ეშინიათ“ - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ POSTV-ის ეთერში განაცხადა.