მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს პრეზიდენტი იტალიელ, ესპანელ და ფრანგ ხალხს კორონავირუსთან ბრძოლაში თანადგომას უცხადებს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, 2020

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იტალიელ, ესპანელ და ფრანგ ხალხს კორონავირუსთან ბრძოლაში თანადგომას უცხადებს.

პრეზიდენტმა სპეციალური ვიდეომიმართვები დღეს "ტვიტერის" საშუალებით გაავრცელა.

"ამ ძალიან რთულ დროში თქვენთან ერთად ვართ შორეული საქართველოდან. მინდა ვუთხრა ჩვენს მეგობრებს, რომ აუცილებლად გადალახავთ ამ რთულ პერიოდს. თქვენ მასზე გაიმარჯვებთ. საქართველო თქვენთანაა!" - აღნიშნულია პრეზიდენტის მიერ "ტვიტერით" გავრცელებულ მიმართვაში.

ცნობისთვის, მსოფლიო მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 460 ათასზე მეტია. რაც შეეხება იტალიას, ამ დროისთვის ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანთა რიცხვი კვლავ მზარდია.