მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სამთავრობო გუნდი საყოველთაო კარანტინის შემოღებაზე მსჯელობს

კორონავირუსის კარანტინი

უმრავლესობის წევრისა და საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენლის დიმიტრი ხუნდაძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ საყოველთაო კარანტინის შემოღების თაობაზე გუნდი მსჯელობს. ხუნდაძემ ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დაწყების წინ ჟურნალისტებს განუცხადა.

"მთავარია, რომ გართულებული შემთხვევების ზრდა არ მივიღოთ, რომ შემდეგ ეს ტვირთი არ აღმოჩნდეს იმაზე მეტი, ვიდრე ჯანდაცვის სისტემას შეუძლია. ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ადეკვატური დამოკიდებულება, სახლში დარჩენით საზოგადოება ჩვენ ძალიან დაგვეხმარება, რომ პროცესები სწორად ვმართოთ და თუ ქუჩაში გადაუდებელი შემთხვევების მიღმა იმოძრავებნ, ისინი ხელს შეგვიშლიან იმაში, რომ შევაჩეროთ ინფექციის მასიური გავრცელება. საზოგადოების ადეკვატური ქცევა თუ არ იქნა და თუ გართულდა ეპიდვითარება, საყოველთაო კარანტინის შემოღების საკითხი დადგება. გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ამ ვითარებიდან საყოველთაო საყოველთაო კარანტინამდე შორს არ ვართ, როცა გადაუდებელი საჭიროება იქნება მისი შემოღების, აუცილებლად შემოვიღებთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ თავიდან ავიცილოთ მასიური გავრცელება. გუნდი მსჯელობს ამაზე", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ცნობისთვის, 27 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 81-ს შეადგენს.