ქუთაისის ცენტრში რიონის ხეობაში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
ქუთაისის ცენტრში რიონის ხეობაში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტო კრწანისის ტყე-პარკის განახლებასა და აღდგენაზე მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
ახალციხეში 70 წლამდე ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ქალის ცხედარი მეზობლებმა ნახეს.
აჭარაში, მაშველები ზღვაში ახალგაზრდა კაცს ეძებენ. იგი წყალში 17 თებერვალს, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში შევიდა და გაუჩინარდა.
ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით და მთავარი ბიბლიოთეკის მხარდაჭერით ონლაინ შეხვედრა გაიმართა თემაზე - საბჭოთა ოკუპაციის 100 წელი, - ამის შესახებ ინფორმაციას ყვარლის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
ბაკურიანში 26 - 28 თებერვალს სქი-ქროსის მსოფლიო ეტაპები გაიმართება, რომელიც საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით ტარდება.
მსგავსი მაღალი რანგის სპორტულ შეჯიბრს საქართველოს სამთო კურორტი პირველად მასპინძლობს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, 2-3 კვირის ვადაში ხელისუფლება თურქეთის საზღვრის ყოველდღიურად გადაკვეთის შესაძლებლობაზე იმსჯელებს.
25 თებერვლიდან რუსთავი - თბილისის მიმართულებით მიკროავტობუსების მოძრაობის აღდგება. ამასთან დაკავშირებით კომპანია „ინტერტრანსმა”სპეციალური განცხადება გაავრცელა.
თბილისის ქუჩებსა და დედაქალაქს შემოერთებულ ტერიტორიებზე გზის გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად ხორციელდება. სამუშაოების ფარგლებში, შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ დღეს, დაახლოებით, 200 ტონა ტექნიკური მარილი დაყარა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისა და მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს. ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებასა და საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.
ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტების „ქედა ლიდერის“ და „ENPARD ხულოს“ დახურვის ცერემონია გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების(ლიპყინული, ქარი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
აჭარის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გაწმენდა რამდენიმე მიმართულებით გრძელდება, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
2021 წლის 17 თებერვალს, საგრანტო ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს იაპონიის ელჩმა საქართველოში - ბატონმა იმამურა აკირამ და ქედის მუნიციპალიტეტის მერმა - ბატონმა ლევან გორგილაძემ, - ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტებში ძირითად მიმართულებებზე თოვლის საფარისგან საავტომობილო გზები უკვე გაწმენდილია, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი დილიდან ახორციელებს საავტომობილო გზების თოვლის საფარისაგან გაწმენდით სამუშაოებს, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას დავალებით, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული პოლიტიკისა და კოორდინაციის სამსახურის ხელმძღვანელმა კონსტანტინე ანანიაშვილმა, უამინდობის გამო, რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.