მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აჭარაში მოქმედ ბიზნესებს ოთხთვიანი საშეღავათო პერიოდი მიეცათ

თორნიკე რიჟვაძე

რეგიონში კორონავირუსის პანდემიის შეკავებსა და მისგან მიღებული ზარალის მინიმიზაციის გზებზე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი პანდემიის შეკავებაა, შემდეგ კი ეკონომიკის შენარჩუნება.

„აჭარაში მოქმედ ბიზნესს მივეცით 4 თვიანი საშეღავათო პერიოდი. სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის ხელშეწყობა ემსახურება სწორედ იმას, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის მოხდეს სამუშაო ადგილების შენარჩუნება. ყველა ინსტრუმენტს ვიყენებთ, რომ კერძო სექტორი ნაკლები დანაკარგებით გამოვიდეს კრიზისიდან და შეძლონ სამუშაო ადგილების შენარჩუნება, ეკონომიკური დოვლათის და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.

ამ შოკის პირობებში ბევრ მოქალაქეს მოუწია თვითიზოლაციაში ყოფნა, ბევრმა დროებით დაკარგა სამუშაო ადგილი. ყველა ის ინტერვენცია, რაც ხორციელდება სახელმწიფოს მხრიდან ემსახურება სწორედ ამ სიტუაციიდან გამოსვლას ნაკლები დანაკარგებით.

აჭარის მთავრობის აპარატის და სამინისტროების ხარჯები განახევრდა და მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება ამ გამოწვევების შერბილებას. მთავარი გეგმა იქნება აქტუალური არის პანდემიის შეკავება და შემდეგ ეტაპზე ეკონომიკის შენარჩუნება“ - აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.