მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დუშეთში მოხალისეთა ჯგუფები მოსახლეობას ეხმარებიან

მოხალისეებს მოხუცთან წამალი მიაქვს

დუშეთის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით შექმნილი მოხალისეთა ჯგუფები მაცხოვრებლებს ადგილზე აქტიურად ეხმარებიან.

ადმინისტრაციულ ცენტრს მოშორებულ სოფლებში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ასაკოვან ადამიანებთან და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან მათ პირადად მიაქვთ პირველადი საჭიროების საკვები და მედიკამენტები, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობისას ტრანსპორტით გადაყავთ უახლოეს სამედიცინო პუნქტში. მოხალისეთა ჯგუფები აგრეთვე ჩართული არიან საინფორმაციო კამპანიაში, რომლის ფარგლებშიც ისინი მოქალაქეებს რეკომენდაციებს აწვდიან.

დუშეთის მუნიციპალიტეტში ახალი კორონავირუსის (COVID-19) პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში მოხალისეებს შესაბამისი ტრენინგი 20 მარტს ჩაუტარდათ, ხოლო მათ სამუშაოებს მონიტორინგს დუშეთის მერი ზურაბ სეხნიაშვილი უწევს.

დაგეგმილ ღონისძიებებში როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლები, ისე ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლები, საკრებულოს წევრები და „წითელი ჯვრის“ თანამშრომლები მონაწილეობენ.