მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტის მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებს დეზინფექცია უტარდება

დეზინფექცია სადარბაზოებში

დილიდან გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტის მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებს დეზინფექცია უტარდება.

ინფორმაციას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ეტაპობრივად მუშავდება ამბულატორიები. რეგიონში ჯამში 101 საჯარო სკოლა და 85 საბავშო ბაღი დამუშავდა.

საგანმანათლებლო დაწესებულებების გარდა სპეციალური ხსნარით დამუშავდა სპორტული და კულტურული ობიექტები, სოციალური მომსახურების სააგენტო, აგრარული ბაზარი და ადმინისტრაციული შენობები.

"გურიაში კორონა ვირუსის პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო ღონისძიებები, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ჩატარდა. სამუშაოები მომდევნო დღეებშიც განხორციელდება. მოვუწოდებ მოქალაქეებს, დაიცვან რეკომენდაციები და დარჩნენ სახლში", - აღნიშნა გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ.