მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხარაგაულში დასაქმებული მარნეულის მოქალაქეები თვითიზოლაციაში რჩებიან

დასაქმებული მოქალაქეები

ხარაგაულის ტერიტორიაზე ავტობანის მშენებლობის უბისა-შორაპანის მონაკვეთზე დასაქმებული მარნეულის მოქალაქეები თვითიზოლაციაში არიან.

ინფორმაციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მათ ტემპერატურა და კორონა ვირუსისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომები ამ დროისთვის არ აღენიშნებათ.

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი, შმაგი ხიჯაკაძე იმ კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ, სადაც მარნეულის 26 მოქალაქეა დასაქმებული და მათი ჯანმრთელობისა და იზოლაციის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო, მერიის და ჯანდაცვის მხრიდან იზოლაციის პირობების გამკაცრებას და მათ საცხოვრებელ სახლებთან დაცვის თანამშრომლების დაყენებას.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ხვალ დილით პირადად ნახავენ იმ ფართებს, სადაც მარნეულის 26-მა მოქალაქემ 14 დღიანი იზოლაციის პირობები უნდა გაიაროს.

ამ პერიოდში დამსაქმებელი კომპანია უზრუნველყოფს მათ კვებას და შრომის ანაზღაურებას.