მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, მცხეთა-მთიანეთში შესაბამისი ღონისძიებები ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება

შეხვედრა მცხეთა-მთიანეთში, კორონავირუსი

რეგიონში შექმნილი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, მხარისსახელმწიფო რწმუნებულის შალვა კერესელიძის ხელმძღვანელობით, მუშაობას აქტიურად აგრძელებს. COVID 19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციისთვის საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს.

მხარის რწმუნებული, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, თიანეთში და მცხეთის დევნილთა დასახლებაში მოსახლეობას შეხვდა. შალვა კერესელიძემ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების აუცილებლობაზე ისაუბრა და ამ მიმართულებით მოსახლეობის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

შალვა კერესელიძის განცხადებით, COVID 19-ის პრევენციისთვის, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამისი უწყებები კოორდინირებულად მუშაობენ. ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები, საკრებულოს დეპუტატებიდა რეგიონში შექმნილი მოხალისეთა ჯგუფები,ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებასყოველდღიურ მონიტორინგს გაუწევენ.

აღსანიშნავია, რომ ეპიდემიური საფრთხის შემცირების პერიოდამდე,მცხეთა-მთიანეთში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აიკრძალა. დროებით შეჩერდა რესტორნების, კაფე-ბარების, კაზინოების, სპა-ცენტრების, სილამაზის სალონებისა და ელექტროტექნიკის მაღაზიების მუშაობა. დღეის მდგომარეობით, რეგიონში მუშაობას მხოლოდ ის ობიექტები აგრძელებენ, რომელთა ფუნქციონირებაც მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს.