მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მარნეულის მერი: მუნიციპალიტეტიდან თვითნებურად გასვლის ფაქტი არ დაფიქსირებულა

მარნეულის მერი

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის ზაურ დარგალის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში მარნეულიდან თვითნებურად გასვლის ფაქტები არ დაფიქსირებულა.

მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მსგავს შემთხვევებს აკონტროლებენ.

"ყველა ადგილას, საიდანაც მარნეულიდან არის გასვლა შესაძლებელი, შსს-ს და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები დგანან. სრულიად დაცულია. თვითნებურად გასვლის ფაქტები არ დაფიქსირებულა", - აცხადებს ზაურ დარგალი.

ამასთან, მისი თქმით, მარნეულში დისტრიბუციის პრობლემა არ დგას.

"მარნეული სოფლის მეურნეობის რეგიონია და სოფლებში პროდუქცია არის. თვითონ მარნეულელი თავისი პროდუქტით ვერ გადის, ჩვეულებრივ თბილისის მანქანები შემოდიან, მძღოლი არის დაცული, იტვირთება და გადის", - აღნიშნა ზაურ დარგალმა.

ცნობისთვის, მას შემდეგ რაც მარნეულში ვირუსის შიდა გავრცელების ფაქტი დაფქსირდა, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი შეზღუდვები დაწესდა. ორივე მუნიციპალიტეტი გამოცხადებულია საკარანტინო ზონად.