მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მარნეულში სამედიცნო შემოწმება 41 000- ზე მეტმა მოქალაქემ გაიარა

მოსახლეობის სკრინინგი მარნეულში

მარნეულში ახალი კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მთლიანი მასშტაბით სამედიცინო შემოწმება 41 000- ზე მეტმა მოქალაქემ გაიარა.

თერმოსკრინინგი მოსახლეობაში, მედიკოსებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სპეციალისტების ჩართულობით ხოციელდება. მედიკოსებმა, სამედიცინო გამოკვლევის პირველ ეტაპზე, მარნეულში COVID-19-ით ინფიცირებულ მოქალაქესთან შემხებლობაში მყოფი პირები შეამოწმეს. თერმოსკრინინგის ფარგლებში, ექიმები მოქალაქეების ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობას აფასებენ.

სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში მოქალაქე სამედიცინო პერსონალის დაკვირვების ქვეშ კლინიკაში გადადის.