მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როსტომ სესიაშვილი შოროხის, თხილისწყაროსა და საცხენის მოსახლეობას შეხვდა

როსტომ სესიაშვილი მოსახლეობას შეხვდა

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში თხილისწყაროში, შოროხსა და საცხენეში საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართა.

მოსახლეობასთან შეხვედრისას ძირითადად გამოიკვეთა სასმელი და სარწყავი წყლის მილების რეაბილიტაციის, სკვერებისა და სპორტული დარბაზის კეთილმოწყობის საკითხები.

"ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული სოფლის მაცხოვრებლის აქტიური ჩართვა მიმდინარე პროცესებში, რათა პროექტის შერჩევა  უშუალოდ მოსახლეობის გადაწყვეტილებით მოხდეს", - განაცხადა როსტომ სესიაშვილმა.