Pia Logo
რეგიონი

შალვა კერესელიძე სასურსათო მაღაზიებში და საცხობ ობიექტებში არსებულ ვითარებას გაეცნო

კერესელიძე სურსათის მაღაზიაში
21:11 25.03

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, მოადგილესთან გოჩა ქავთარაძესთან და სურსათის ეროვნული სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს უფროსთან ნიკოლოზ ტყებუჩავასთან ერთად, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სასურსათო მაღაზიებსა და საცხობებში იმყოფებოდა.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის ინფორმაციით, მხარის რწმუნებული ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო და პერსონალის საჭიროებები მოისმინა. 

მათივე ინფორმაციით, მცხეთა-მთიანეთში, ამ მომენტისთვის, სასურსათო მაღაზიები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას. რეგიონში საკვები პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების ნივთების დეფიციტი არ არსებობს. პროდუქციაზე ფასების მნიშვნელოვანი ცვლილება არ ფიქსირდება. ასევე, არ შეინიშნება მოქალაქეთა რიგები. მიმდინარეობს მკაცრი კონტროლი, რათა მაღაზიებში მომხმარებელთა რაოდენობა დასაშვებ ზღვარს არ აღემატებოდეს. 

უსაფრთხოების ყველა შესაბამისი ნორმის დაცვით აგრძელებენ მუშაობას საცხობები და კვების ის ობიექტები, რომლებიც მომხმარებლებს მიწოდების სერვისს სთავაზობენ. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციით, მცხეთა-მთიანეთის მასშტაბით მუშაობა დროებით შეჩერებულია ყველა რესტორანსა და კაფეში. 

ნეგატიური პასუხი

კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გან...

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი განიკურნა. ამის შესახებ ინფორმ...
10:15
საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობა...
25 წუთის წინ
„სტრასბურგმა სამართლებრივად დადასტურდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ თვითონ მოაწყო ე.წ....
26 წუთის წინ
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ინფორმაციას სოციალური ქსელით ავრცელებს და თბილისის...
35 წუთის წინ
„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება სასიკვდილოა ნაციონალური მოძრაობისთვის“, - ამის შესახებ ექსპე...
41 წუთის წინ
ქართული ოცნება - მწვანეები გია გაჩეჩილაძე: დღეს დეზინფორმაციის გავრცელებ...
უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია "ქართული ოცნება- მწვანეების" თავმჯდომარე, გია გაჩეჩილაძე განცხადებას...
59 წუთის წინ
11:33
კორონავირუსით ინფიცირების 29 874 ახალი შ...
შეერთებულ შტატებში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა გეომეტრიული პროგრესიით ი...
„ფორინ პოლისი“: გაკვეთილები საქართველოდა...
„ქვეყნები, რომლებიც წარმატებით აკონტროლებენ ვირუსის გავრცელებას“, - ამ ქვეყნების...
გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის...
ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორ...