მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სოფელ კვალითში ცენტრალური საავტომობილო გზისა და ბირბიჩაძეების უბანთან დამაკავშირებელი საგზაო მონაკვეთის კეთილმოწყობის სამუშაოები ხორციელდება

რეგიონებშ საგზაო სამუშაოები

კვალითის ცენტრალური გზით, რომელიც ქალაქთან აკავშირებს ადგილობრივ მოსახლეობას, ყოველდღიურად 2000 - მდე ადამიანი სარგებლობს.

გზის აღდგენის სამუშაოებს რეგიონული განვითარების ფონდი აფინანსებს და მისი ღირებულება 555 555 ლარია. პროექტის ფარგლებში, გზის ზედაპირი ასფალტის საფარით მოეწყობა.

მიმდინარე სამუშაოებს, ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი, შალვა კიკნაველიძე, ვიცე მერი დავით მაღრაძე და საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძე ადგილზე გაეცნენ და შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.