მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

25 მარტიდან მერიის ფეისბუქ გვერდზე ყველასათვის საყვარელი მუსიკოსები შეიკრიბებიან

თბილისის მერიის ფასადი

25 მარტიდან, 22:00 საათზე, თბილისის მერის და თბილისის მერიის ფეისბუქ გვერდებზე ყველასთვის საყვარელი მუსიკოსები და მომღერლები შეიკრიბებიან. 

თბილისის მერიის ინფორმაციით, "დარჩი სახლში, ჩვენ დავუკრავთ თქვენთვის"  - ამ მოწოდებით ციფრულ სივრცეში კიდევ ერთი მუსიკალური ციკლი იწყება.  

დარჩით სახლში პოზიტიური განწყობით და გაატარეთ დრო საყვარელ მომღერლებთან ერთად!

სხვადასხვა ჟანრის მუსიკოსებს თუ მომღერლებს, შეუერთდებიან მთხრობელები, რომლებიც გვიამბობენ საინტერესო ამბებს ჩვენ დედაქალაქზე.

#უსმინეთბილისს იქ, სადაც ხარ - სახლში, სხვადასხვა რეგიონში თუ საქართველოს საზღვრებს გარეთ!

თბილისური ჰანგებით, ჩვენ თქვენთან მოვალთ!