საზოგადოება

5 სამხედროს საავადმყოფოში გადაყვანაზე თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

სამინისტროს შენობის გარე ფასადი
11:45 ხუთ. 26 მარტი
დაკოპირებულია

5 სამხედრო მოსამსახურის საავადმყოფოში მოთავსებაზე თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყებაში ამბობენ, სამხედროების საავადმყოფოში მოთავსება სხვადასხვა ინტერპრეტაციის საგანი გახდა. დღეიდან, სამხედრო მოსამსახურეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას მხოლოდ თავდაცვის სამინისტრო გაავრცელებს.

"მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ვაზიანიდან 5 სამხედრო მოსამსახურის საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ, რომელიც სხვადასხვა ინტერპრეტაციის საგანი გახდა. ამასთან დაკავშირებით გვინდა გითხრათ, რომ ქვეყანაში, პანდემიის პირობებში თავდაცვის ძალები, ვირუსის მოსახლეობაში გავრცელების პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვან ღონისძიებებს ატარებს, როგორც ჯარში ასევე ზოგადად საზოგადოებაში. ჯარში, სპეციალური ჯგუფების მიერ აქტიურად ხორციელდება ცალკეული სადეზინფექციო სამუშაოები და სამხედრო პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივი შემოწმება-მონიტორინგი. მნიშვნელოვანია, რომ ცალკეულმა ადამიანებმა, მედიამ თუ პროფესიულმა ჯგუფებმა ეს პროცესი, ან ამ პროცესში მიმდინარე რაიმე სამედიცინო პროფილაქტიკური ღონისძიება არ შეაფასონ, როგორც ვირუსის გავრცელების დადასტურებული შემთხვევა და დაელოდონ როგორც უწყების ოფიციალურ განცხადებას, ასევე მკაფიო სამედიცინო დასკვნებს.

ამბის ნაადრევი და დაუდასტურებელი გავრცელება ხელს უშლის ვირუსთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებული ემოციური ფონის ნორმალიზებას და ცალკეული უწყებების ეფექტურ საქმიანობას. დღეიდან სამხედრო მოსამსახურეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას გაავრცელებს მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი. ყველა სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც ექნება ვირუსისთვის ან სეზონური გრიპისთვის დამახასიათებელი ნიშნები გადაყვანილი იქნება გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც მათ ჩაუტარდებათ მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება. აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰოსპიტალის მომზადებისა და კორონავირუსის ინფექციის კონტროლის დონე უმაღლესი კატეგორიით შეაფასა", - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ჯანდაცვის მინისტრი

ტიკარაძე: არ ვთვლი, რომ საქმე არ გამომდი...

ტიკარაძის თქმით, ჯანდაცვის სისტემას ის რეფორმები სჭირდება, რომელიც მას დაგეგმილი...
23:08 სამ. 24 ნოემბერი
მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი იყო არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და იმ საპირწონე ღონისძიებებზე,...
00:25
როგორც ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება...
23:34 სამ. 24 ნოემბერი
„ზაფხულის ბოლოს ვლაპარაკობდი, რომ იქნებოდა გარდაცვალების შემთხვევები. როდესაც ათასობით ადამიანი ავად...
22:46 სამ. 24 ნოემბერი
იმნაძის თქმით, კონსულტაციები კვლავ გრძელდება. „შეზღუდვების ბევრი ვარიანტი იყო განხილული. ჯერჯერობით...
22:29 სამ. 24 ნოემბერი
ჯო ბაიდენი - საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში - Pia.ge

ბაიდენის გამარჯვება პენსილვანიის შტატმაც დაად...

პენსილვანიის შტატის გუბერნატორის ტომ ვულფის განცხადებით, მან მან ხელი მოაწერა დადასტურების სერთიფიკა...
22:10 სამ. 24 ნოემბერი
19:38 სამ. 24 ნოემბერი
ტრანსგენდერების ხსოვნის დღესთან დაკავშირ...
როგორც „თბილისი პრაიდის“ განცხადებაშია აღნიშნული, 20 ნოემბერს ტრანსგენდერი ადამი...
19:28 სამ. 24 ნოემბერი
დიმიტრი ხუნდაძე: ეპიდემიოლოგიური ვითარებ...
ამასთან, ხუნდაძე ყველას, მთავარი რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს. „ქვეყანაშ...
19:25 სამ. 24 ნოემბერი
პრემიერმა ბიზნეს სექტორთან პოსტპანდემიურ...
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო საშუალოვადიან...