Pia Logo
საზოგადოება

ამირან სალუქვაძე: არასახელისუფლებო პოლიტიკურმა პარტიებმა ამ განსაცდელის დროს გამოცდები ვერ ჩააბარეს

ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში
17:32 26.03

„ჯერჯერობით არასახელისუფლებო პოლიტიკურმა პარტიებმა ამ განსაცდელის დროს გამოცდები ვერ ჩააბარეს. როცა საყოველთაო განსაცდელის დროს ხელისუფლებას ებრძვით, ამით მოსახლეობასაც უპირისპირდებით“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.

ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ პარტიული ნიშნით დახმარებების დარიგება საყოველთაო გამოწვევის დროს, ბიბლიოთეკებსა თუ რეგიონებში, არასწორია:

„ეკლესიებში ხალხის მისვლას ხომ აპროტესტებდით?! რამხელა ხმაური ატეხეთ და რა ცეცხლში გაატარეთ საპატრიარქო და მორწმუნეები. ასეთი თავყრილობების მოწყობას რა რეაქცია მოჰყვება, ველოდები. საგანგებო სიტუაციების დეკრეტი რომ დაირღვა, ფაქტია. საერთოდ, პარტიული ნიშნით დახმარებების დარიგება საყოველთაო გამოწვევის დროს, ბიბლიოთეკებსა თუ რეგიონებში, არაა მთლად სწორი. „ქართული ოცნება“ მხოლოდ თავის მომხრეებს უნდა დაეხმაროს? დახმარებები, როგორც კომპანიები აკეთებენ, პარტიებმაც მთავრობასთან კოორდინირებულად უნდა გასწიოთ. პოლიტიკურმა პარტიებმა დახმარებების წყაროც წარადგინეთ ან გამოაქვეყნეთ. ბევრი სიცრუე ან უაზრო განცხადება ვრცელდება, რომელთა მიზანია ხალხის გაღიზიანება. კერძოდ: „ევროპული საქართველოს“ მიერ 5 მილიარდის მოცულობის დახმარების სახით დარიგება წმინდა წყლის პოპულიზმია. კარგი იქნება, თუ 2008 წლის ომის შემდეგ შემოსული 5,5 მილიარდი დოლარის ანგარიშს ჩააბარებთ საზოგადოებას“, - წერს ამირან სალუქვაძე.

მისი თქმით, ცრუ ინფორმაცია არა მხოლოდ თანხებთან, არამედ ცხელ ხაზთან და კორონავირუსის ტესტებთან დაკავშირებითაც გავრცელდა:

„ცხელ ხაზთან დაკავშირებით, ასევე, სიცრუეს ავრცელებთ. გუშინ დარეკა ჩემმა შვილმა, მალევე უპასუხეს და კონსულტაციაც გაუწიეს; ტესტებთან დაკავშირებით განცხადებების გაგრძელება უკვე არასერიოზულია, როცა იცით, რომ აპრილის ბოლომდე 216 ათასი შემოვა. სირცხვილია განცხადებები ჩვენი მოქალაქეების უფრო სწრაფად დაბრუნებასთან დაკავშირებით, მას შემდეგ, როცა ასობით მოქალაქე დააბრუნეს და უკვე გაცხადებულია, რომ არავის დატოვებენ უყურადღებოდ. ჩვენს სამხედროებთან მიმართებაში ჩასაფრებაში ყოფნა ასევე სირცხვილია. ჯარისთვის, ისევე როგორც პოლიციისთვის, ეს არასპეციფიკური ამოცანაა, რომელსაც ჩვენი უსაფრთხოებისთვის ასრულებენ და მხოლოდ მადლიერნი უნდა ვიყოთ“, - აღნიშნავს ექსპერტი.

ამირან სალუქვაძე მოუწოდეს პოლიტიკურ პარტიებს, დახმარების სურვილის შემთხვევაში აქტივისტების მობილიზება მოახდინონ და მოხალისეებად ჩაეწერონ.

„პოლიტიკურ პარტიებს, თუ დახმარება გსურთ, შეგიძლიათ აქტივისტების მობილიზება მიახდინოთ და მოხალისეებად ჩაეწერონ. მთავრობას რომ სთხოვთ 5 მილიარდის (500 მილიონი მაინც გეთქვათ) გამოყოფას, ტყუილად გაფინანსებთ ბიუჯეტი და გადარიცხეთ თანხები. ასევე პარტიული მულტიმილიონერები და მილიარდერები გყავთ, გაინძერით, სხვისი მილიონებისკენ რომ იშვერთ თითს. ჯერჯერობით, არასახელისუფლებო პოლიტიკურმა პარტიებმა, ამ განსაცდელის დროს, გამოცდები ვერ ჩააბარეს. როცა საყოველთაო განსაცდელის დროს ხელისუფლებას ებრძვით, ამით მოსახლეობასაც უპირისპირდებით. ბევრჯერ დავწერე. აგრძელებთ. პოლიტიკური პარტიების თემა დავხურე. ორიენტირი 2024-ზე“, - განმარტავს სალუქვაძე.

თბილისის ზღვის

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში 14 წლის მოზარდ...

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში მიღებული 25 პასუხიდან ერთ პაციენტს კოვიდინფექცია აღმოა...
11:15
საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრ...
53 წუთის წინ
„100-დღიანი გათამაშება გრძელდება და ყველას აქვს შესაძლებლობა, მოიგოს ახალი იაგუარი და წილი 1.000.000...
18:09
„აქსის თაუერსი“ შეუერთდა მერიის ინიციატივას, რომელიც ბიზნეს-სექტორისა და მოქალაქეთა მხრიდან დედაქალა...
18:00
სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახების დასახმარებლად, დღეს თბილისის საკრებულოს პროდუქტები კომპ...
17:52
სოფიო კილაძე ნიღბით სოფიო კილაძემ პატიმრები მოინახულა
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ...
მოძრაობა „შენმოქმედი“ მიუსაფარ ცხოველებს...
„სამოქალაქო მოძრაობა „შენმოქმედი“ შეუერთდა კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავს პან...
აჭარაში, სოფელ გუნდაურში განვითარებული მ...
ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ გუნდაურში განვითარებული მეწყრის შედეგადაც საავტომობ...
ახალციხეში ავარიის შედეგად ახალგაზრდა მა...
ავტოსაგზაო შეთხვევა მოხდა ახალციხე-ვალეს გზაზე, სოფელ ივლიტასთან. მძღოლმა სავარ...