მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არის თუ არა საქართველოში ე.წ. აფრიკული კალია - სესი განმარტებას აკეთებს

აფრიკული კალიების შემოსევა

სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დამცველები სოციალურ ქსელში გავრცელებულ კალიის ფოტოსთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებენ.

მათი განცხადებით, ეს ენდემური სახეობაა. 

"ეს არის ადგილობრივი ენდემური სახეობა, რომელიც საქართველოში ყოველთვის იყო, არის და იქნება და არაერთხელ უნახავს მოსახლეობას. მას არ ახასიათებს ჯოგური დაჯგუფება და არ წარმოადგენს საფრთხეს სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის. შესაბამისად, ასეთი სახის ინფორმაციების გავრცელება და საზოგადოებაში დამატებითი პანიკის შექმნა, გაუმართლებელია.

მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოიჩინოს მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და თავი შეიკავოს ეგრეთ წოდებული ფეიკფოტოების და ნიუსების გავრცელებისაგან", -ნათქვამია განცხადებაში.