მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბოლნისსა და მარნეულში საკვები პროდუქტების მიწოდების პრობლემა არ დგას

რეხვიაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილის ინფორმაციით, ორივე ჩაკეტილ მუნიციპალიტეტში საკვები-პროდუქტებისა და მედიკამენტების საკმარისი მარაგია და ამ კუთხით პრობლემა არ დგას.

როგორც რწმუნებულმა აღნიშნა, ორივე მუნიციპალიტეტში ამ დრომდე გრძელდება დეზინფექცია.

"ყველა მუნიციპალიტეტსა და დასახლებებში საკვები-პროდუქტი, საწვავი და მედიკამენტები არის. დეზინფექცია გრძელდება, ტექნიკა ტექნიკა მუშაობს და მასიურად მიმდინარეობს დეზინფექცირება, როგორც მუნიციპალიტეტის ცენტრებში, ასევე სოფლებშიც. ბუნებრივია, სახელმწიფო დაწესებულებები კონტროლდება და დეზინფექცია ხდება", - განაცხადა შოთა რეხვიაშილმა.