მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

COVID- 19-ის გამო ევროპაში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად დაგეგმილი სპეცრეისების განრიგი ცნობილია

თვითმფრინავი ცაში

უახლოეს დღეებში საქართველოში ახალი კორონავირუსის გამო ევროპაში დარჩენილ საქართველოს მოქალაქეებს დააბრუნებენ.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აღნიშნა, უახლოესი ფრენა თანამემამულეების ჩამოსაყვანად 26 მარტს თბილისი-ვენა-თბილისის მიმართულებით შესრულდება.

"როგორც ცნობილია პრემიერ-მინისტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უცხოეთში მყოფი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველსაყოფად ავიაკომპანია "საქართველოს ავიახაზები" საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო კოორდინაციით, განახორციელებს ფრენებს სხვადასხვა მიმართულებით. უკვე განხორციელდა ორი რეისი 23 მარტს თბილისი-ბერლინი ბათუმის მიმართულებით, 24 მარტს ათენი თბილისი, ათენის მიმართულებით, რომელიც ეგეოსის ავიახაზებმა შეასრულა. ამ 2 რეისით საქართველოში დაბრუნდა 300 მოქალაქე. 26 მარტს რეისი შესრულდება თბილისი-ვენა-თბილისი, 31 მარტს თბილისი-ამსტერდამი-თბილისის მიმართულებით, 3 აპრილს თბილისი-ვარშავა-თბილისის მიმართულებით, 7 აპრილს თბილისი-ათენი-თბილისი, 10 აპრილს ლარნაკა-თბილისის მიმართილებით. მგზავრთა ნაკადის ორგანიზებული მართვის და მოქალაქეთა საჭოროებების ეფექტიანი რეაგირების მიზნით ზემოთ მოცემულ განრიგით განსაზღვრულ თითოეულ ფრენაზე ბილეთები ხელმისაწვდომი იქნება ეტაპობრივად და ამის შესახებ ინფორმაცია რეისამდე რამდენიმე დღით ადრე გავრცელდება", - განაცხადა ზალკალიანმა.

ზალკალიანის განმარტებით, ვენაში გაუქმებული რეისის მგზავრები პროდუქტებითა და თავშეასფრით უზრუნველყოფილნი არიან.

რაც შეეხება უახლოეს 2 ფრენას, ვენისა და ამსტერდამის მიმართულებით, როგორც უკვე ცნობილია, კომპანია აირზენას თბილისი-ვენა-თბილისის მიმართულებით, 22 მარტს ჰქონდა დაგეგმილი რეგულაური რეისი, რომელიც კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შემოღებული რეგულაციების გამო გაუქმდა. შედეგად ჩვენ გვყავს ვენაში გაუქმებული რეისის მგზავრები, რომელთა დიდი ნაწილიც თავშესაფრითა და პირველადი საჭიროების პროდუქტებით უზრუნველყო საქართველოს საელჩომ ავსტრიაში. ეს ადამიანები, რომლებიც დროებით განთავსებული არიან სხვადასხვა ადგილას, მხედველობაში მაქვს ვენა და ამსტერდამი, მნიშნელოვანია დავაბრუნოთ სამშობლოში, სამწუხაროდ, მათი რაოდენობა არ არის მცირე, ორივე საჰაერო ხომალდი სრულად ივსება.

ცნობისთვის, საქართველოში ახალი კორონავირუსით 73 ადამიანია ინფიცირებული, დღეს ვირუსის კიდევ სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მას შემდეგ რაც, მარნეულში კორონავირუსის შიდაგადაცემის ფაქტი გამოვლინდა, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები კარანტინის ზონად გამოცხადდა.