მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეზუგბაია: 10 პაციენტზე ჩატარებული ტესტებიდან კორონავირუსზე ყველა პასუხი უარყოფითია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ჟურნალისტებთან 2020

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, დღეს ჩატარებული ტესტებიდან კორონავირუსზე ყველა პასუხი უარყოფითია.

ექიმის თქმით, მონაცემები არ შეცვლილა და სამი პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

"დილის შემდეგ მონაცემები არ შეცვლილა, 73 პაციენტია ინფიცირებული, აქედან 32 ჩვენი პაციენტია, პლუს 10 გაწერილია, 42 პაციენტი ჩვენს ცენტრში მკურნალობს. არსებული სიტუაციით დღეს 10-მა პაციენტმა ჩაიტარა ტესტი, მაგრამ ყველა უარყოფითი იყო. ჩვენი ძველი პაციენტების პირველადი ტესტირება უარყოფითია, ვნახოთ დინამიკაში რა იქნება. გვყავს სამი მძიმე პაციენტი. გუშინდელი დადასტურებული პაციენტი, რომელიც მოთავსებულ იქნა ჩვენს ცენტრში, მისი მდგომარეობა სტაბილურია", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით 73 ადამიანია ინფიცირებული.