Pia Logo
საზოგადოება

გია აბაშიძე ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციას ეხმაურება

ანალიტიკოსი
16:01 26.03

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, ზუგდიდში, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციას, რომლის ფარგლებში მოსახლეობას ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სახელით პირბადეები ურიგდებოდა, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„დარწმუნებული ვარ, რომ სახელმწიფო პასუხს აგებინებს სანდრასა და ნაცსექტას ზუგდიდში უფასო პირბადეების დარიგებისას საგანგებო მდგომარეობის დარღვევის გამო! აქ მყოფმა აღშფოთებულმა დიპლომატებმაც კი მომწერეს - ასეთი თავყრილობის ორგანიზება როგორ შეიძლება?! რატომ მყისიერად არ აღიკვეთა?! ნაცსექტავ, რა მავნებელიც იყავი, უარესი გახდი და უმკაცრეს განაჩენს გამოგიტანს ამომრჩეველი! ნაძირლებო, მერე ეკლესიაში შეკრებაზე წკმუტუნებთ ხომ?“, - წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, დღეს, 26 მარტს, ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა აქცია მოაწყეს, სადაც 200-მდე ადამიანი იყო შეკრებილი. აქციის ორგანიზატორებმა ზუგდიდის მოსახლეობას ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სახელით პირბადეები დაურიგეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციას ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია გამოეხმაურა და მათ საქციელს უპასუხისმგებლო უწოდა. შენგელიას თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ამ საკითხს შესაბამისი ორგანოები შეისწავლიან. მან მოქალაქეებს წესების დაცვისა და პასუხისმგებლობისკენ მოუწოდა.

თბილისის ზღვის

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში 14 წლის მოზარდ...

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში მიღებული 25 პასუხიდან ერთ პაციენტს კოვიდინფექცია აღმოა...
11:15
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, დღეისათვის, საზღვარგარეთ საქარ...
17:00
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ სესიაშვილმა ყვარელში არსებულ მოხუცთა პანსიონატს საკვები-პროდუქტ...
16:36
ქვემო ქართლში პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით,...
16:25
ყვარელში ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად მიმდინარეობს. ინფორმაციას ყვარლის მუნიციპალიტეტის მ...
16:21
აქსისის დახმარება სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების დახმა...
სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების დახმარების აქციას ბიზნესკომპანიები „აქსის თაუერსი“, X2, „არდ...
უცხოური მედია: საქართველომ დაამტკიცა, რო...
„ევროპასა და აზიას შორის სტრატეგიული მნიშვნელობის გეოპოლიტიკურ გზაჯვარედინზე მდე...
The Daily Signal: საქართველო დღეს აშშ-ის...
საქართველო დღეს აშშ-ის პარტნიორია COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლაში. ამ პარტნიორ...
ხუნდაძე: პრემიერის დავალებით რეგიონებში...
საპარლამენტო უმრვლესობის წარმომადგენლის დიმიტრი ხუნდაძის ინფორმაციით, მე-5 დღეა...