მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იმნაძე: ბოლნისიდან გადმოყვანილი ორსული ქალის მდგომარეობა, დამაკმაყოფილებელია

იმნაძე მთავრობის ადმინისტრაციაში

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის პაატა იმნაძის თქმით, ბოლნისიდან თბილისში გადმოყვანილი ორსული ქალის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

იმნაძის განმარტებით, გამომდინარე იქიდან რომ ორსული ქალი კორონავირუსით ინფიცირებულია, მისი გადმოყვანა თბილისში მოხდა.

"ჩვენი ჯგუფები მუდმივად მუშაობენ მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში. მიმდინარეობს ყველა კონტაქტის გამოკვლევა, ეს ქალბატონიც ჩენი ჯგუფის მიერ იქნა აღმოჩენილი, მისი მდგომარეობა ძალიან დამაკმაყოფილებელია და რადგან ის ორსულია მისი გადმოყვანა მოხდა თბილისში", - განაცხადა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ ორსული ქალი ბოლნისიდან თბილისში დღეს გადაიყვანეს.