მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იმნაძე ზუგდიდში გამართულ აქციაზე: ქულების დაწერის დრო არ არის

პრესკონფერენცია ლუგარის ლაბორატორიაში 2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე სამეგრელოში, კერძოდ კი ზუგდიდში გამართულ აქციას გამოეხმაურა.

როგორც იმნაძემ აღნიშნა, ახლა არ არის შესაფერი დრო, რომ ვიღაცამ შექმნილი მდგომარეობა პიარისთვის გამოიყენოს.

"ახლა არ არის პიარის დრო, ახლა არ არის იმის დრო ვიღაცამ ქულები დაიწეროს. ხომ შეიძლებოდა ვიღაცას კარდაკარ ევლო და ჩამოერიგებინათ ეს პირბადეები ? ამდენი შეგნება და ტვინი ხო ყველას უნდა ჰქონდეთ?! ", - განაცხადა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

ცნობისთვის, ზუგდიდში, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გამართულ აქციაზე მოქალაქეებს პირბადეები დაურიგეს.