Pia Logo
საზოგადოება

ჯი-ემ-თი ჯგუფმა სასტუმრო „მოქსი თბილისი“ საკარანტინო ზონისთვის უსასყიდლოდ დათმო

სასტუმრო მოქსი
11:35 26.03

„ჯი-ემ-თი ჯგუფმა სასტუმრო „მოქსი თბილისი“ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას საკარანტინო ზონისათვის უსასყიდლოდ დაუთმო. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებთან ერთად სასტუმრო „მოქსი თბილისის“ თანამშრომლებსა და მენეჯერებს შეხვდა.

სასტუმროს პერსონალს ტრენინგი ჩაუტარდათ. თითოეული თანამშრომელი იმ სავალდებულო პროცედურებს გაეცნო, რომელიც კარანტინის დროს უნდა დაიცვან. სასტუმრო „მოქსი თბილისი“ 130 ნომრისგან შედგება.      

„ჯი-ემ-თი ჯგუფმა გამოიჩინა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და საქართველოს მთავრობას მის მფლობელობაში არსებული სასტუმრო „მოქსი თბილისი“ სრულიად უსასყიდლოდ დაუთმო, რათა საქართველოში ახალი კორონავირუსის მაქსიმალური პრევენცია მოხდეს. ჩვენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აღნიშნულ სასტუმროს საკარანტინო ზონად გამოვიყენებთ. დღეს ჩვენ სასტუმროში ჯანდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სხვა უწყებების წარმომადგენლებთან ერთად სასტუმროს მმართველებს და პერსონალს გავაცანით ის პროცედურები, რომელიც სავალდებულოა, რომ ერთობლივად დავიცვათ, როგორც სასტუმროს შიგნით, ასევე გარეთ. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჯი-ემ-თი ჯგუფს, მათ განსკუთრებული გულისხმიერება გამოიჩინეს, ასევე ჩვენ მოვუწოდებთ სხვა სასტუმროებს, რომ შეძლებისდაგვარად ჩაერთონ იმ მნიშვნელოვან პროცესში, რაც საქართველოს ტერიტორიაზე ახალი კორონავირუსის პრევენციას გულისხმობს", -აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით საქართველოს მასშტაბით 63 სასტუმროშია შექმნილი საკარანტინო ზონები, სადაც 4147 მოქალაქეა განთავსებული

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით აგრძელებს მოლაპარაკებებს სხვადასხვა სასტუმროებთან ახალი საკარანტინო ზონების შესაქმნელად.

უწმინდესი და უნეტარესი

კომენდანტის საათის გამო, დღეიდან ტაძრებშ...

"გეძლევათ სამი რეკომენდაცია: პატრიარქის კურთხევაა, რომ კომენდანტის საათის გათვალ...
ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ქვეყანაში შექმნილ ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით ისაუბრა. რო...
22:11 04.04
რეგიონის ქვეყნებიდან, კორონავირუსის გავრცელების მხრივ სიტუაცია ყველაზე მძიმე თურქეთშია., სადაც ბოლო...
21:58 04.04
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ოჯახის ექიმები პაციენტ...
21:49 04.04
აშშ მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მზარდ კერად რჩება. 4 აპრილის არასრული დღის განმავლობ...
21:37 04.04
ჩინელი ექიმი ეკიპირებით 60 ათასზე მეტი გარდაცვლილი - Covid-19-ის გლობ...
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 60 ათასს გადააჭარბა. Worldometers- ის...
21:16 04.04
საერთაშორისო ონლაინ პანელზე, COVID-19-ის...
მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ანალიტიკური ცენტრის, ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის ი...
19:36 04.04
საქართველოში კორონავირუსისგან 31 ადამიან...
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსისგან 31 ადამიანია გამოჯანმრთელებული. აღნი...
19:31 04.04
19 ახალი შემთხვევა - ჩინეთში Covid-19-ის...
ჩინეთში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული კლება დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში,...