მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კალაძე: მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ მიკროავტობუსების მძღოლები შემოსავლის გარეშე არ დარჩნენ

თბილისის მერი, 2020

"ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მოლაპარაკება "თბილისის მიკროავტობუსის" მენეჯმენტთან, რათა მათ მოახერხონ, რომ არასამუშაო პერიოდში მიკროავტობუსების მძღოლები არ დარჩნენ თავისი მინიმალური შემოსავალის გარეშე", -ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძე კორონავირუსის გამო შექმნილ საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

"როგორც საზოგადოებას პრემიერ-მინისტრმა უკვე აცნობა, ხვალიდან მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის თბილისში, დროებით ჩერდება მიკროავტობუსების მომსახურება. მოგეხსენებათ, ეს გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული იქნა სპეციალისტების რეკომენდაციის საფუძველზე, ვინაიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის სახეობებიდან,  მიკროავტობუსი, როგორც უფრო მცირე სივრცის მქონე სტრანსპორტო საშუალება, ვირუსის გავრცელებისთვის ყველაზე მომეტებულ საფრთხის შემცველ ტრანსპორტად იქნა მიჩნეული. იმის გათვალისწინებით, რომ ბაღებსა და სკოლებში სწავლება შეჩერებულია, შეზღუდულია მთელი რიგი სერვისების მიწოდება მოსახლეობისთვის და შესაბამისად, ქალაქში დღის მანძილზე ნაკლები ადამიანი გადაადგილდება, მუნიციპალური ტრანსპორტით - მეტროთი და ავტობუსებით შევძლებთ მოსახლეობის მომსახურებას. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მოლაპარაკება „თბილისის მიკროავტობუსის“ მენეჯმენტთან, რათა მათ მოახერხონ, რომ არასამუშაო პერიოდში მიკროავტობუსების მძღოლები არ დარჩნენ თავისი მინიმალური შემოსავალის გარეშე", - აღნიშნა კალაძემ.

რაც შეეხება მუნიციპალურ ტრანსპორტს, მერის თქმით, ყოველდღიურად ხდება თბილისის მეტროსა და ავტობუსების დეზინფექცია, მაქსიმალურად არის დაცული ჰიგიენის ნორმები.

ცნობისთვის, კორნავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილმა საკოორდინაციო საბჭომ ახალი გადაწყვეტილებები მიიღო. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, ხვალიდან თბილისში სამარშრუტო ტაქსები აღარ იმოძრავებს.