ხარაგაულში, ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული მარნეულის მაცხოვრებლების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ინფორმაციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის დირექტორმა შმაგი ხიჯაკაძემ, ადგილზე ნახეს ის საცხოვრებელი ფართები, სადაც მარნეულელი პირები თვითიზოლაციის პირობებში იმყოფებიან.
"ისინი თავს კარგად გრძნობენ და კორონა ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებათ. სამედიცინო შემოწმებას მარნეულის 26 მოქალაქეს დღეში სამჯერ უტარებს ოჯახის ექიმი. ფართში, სადაც მარნეულელი მოქალაქეები იმყოფებიან დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, პირები კონტროლდებიან უსაფრთოხების თანამშრომლის მიერ. დამსაქმებელი ჩინური კომპანიის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ საკარანტინო პერიოდში სრულად უზრუნველყოფენ დასაქმებულების კვებას და შრომით ანაზღაურებას", - ნათქვამია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, თვითიზოლაციაში მყოფ პირებს საკარანტინო პერიოდი 31 მარტს უმთავრდებათ.
თუ თბილისში დადებითობის მაჩვენებელი ჩამოცდება 4%-ს უახლოეს ერთ კვირაში, რა თქმა უნდა, მუნიციპალური ტრანსპორტის გახსნაზეც უნდა ვისაუბროთ უფრო სწრაფად და ეკონომიკის იმ დარგების გახსნაზეც, რომლის შესაძლებლობასაც ეპიდმდგომარეობა გვაძლევს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
გლდანში, გლდანის ღია ბაზრობის მოვაჭრეები საპროტესტო აქციას მართავენ და აცხადებენ, რომ შეზღუდვების შემსუბუქებას მოითხოვენ.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელმა და სოფელ ჩიბათის სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა ლადო აფხაზავამ სატელევიზიო ეთერში, ონლაინ სწავლების პრობლემებზე და გამოწვევებზე ისაუბრა.
მსოფლიოს მასშტაბით ამერიკა, ჩინეთი და დიდი ბრიტანეთი აღმოჩნდა ქვეყნები, რომლებმაც კორონავირუსის ყველაზე მეტი დოზა მიიღეს. კერძოდ ამერიკას უკვე მიღებული აქვს ვაქცინის 20 მლნ, ჩინეთს 15 მლნ და დიდ ბრიტანეთს 6 მლნ დოზა. ამის შესახებ BBC იუწყება.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
Moderna-ს ვაქცინა კორონავირუსის ახალი შტამის მიმართ ეფექტიანია. ამის შესახებ კომპანიის ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან შეხვედრას მართავენ. ბიზნესის წარმომადგენლები ხელისუფლებისგან, პირველ რიგში, ზამთრის კურორტების, შემდეგ კი, სხვადასხვა სექტორის გახსნას ითხოვს.
ირაკლი ფანგანს აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ 2 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.
„საქართველოს ხელისუფლება ერთგულია ყველა ძალისხმევისა, რათა სრულყოფილად და ეფექტურად აღსრულდეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები - ორივე სახელმწიფოთაშორისი გადაწყვეტილების აღსრულება ევროსაბჭოს თითოეული წევრის საერთო პასუხისმგებლობაა“,- ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, მარიამ ქვრივიშვილმა სტრასბურგში, ზამთრის სესიაზე განაცხადა.