მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსისგან განკურნებული პაციენტი 2 კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში იქნება

კორონავირუსისგან დაცვა

კორონავირუსისგან განკურნებული პირველი პაციენტი, რომელიც თბილისის ინფექციური საავადმყოფოდან დღეს გაწერეს, 2 კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში იქნება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განუცხადა.

"პირველი პაციენტი დღეს გაეწერა. განმეორებითი პასუხი მოვიდა უარყოფითი. ასეთი წესი შევიმუშავეთ, რომ ეს პაციენტი ორი კვირის მანძილზე იქნება თვითიზოლაციაში. ამის საფუძველი მოგვცა ჩინურმა გამოცდილებამ, სადაც რამდენიმე ასეული პაციენტი, რომელიც ეგონათ გაჯანმრთელებული და გაეწერა, შემდეგ აღენიშნათ სიმპტომები და ხელახლა შეაბრუნეს კლინიკებში",- აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.